Food Tips and Chef's Answers


"რეალი" "არსენალის" ფეხბურთელს გაიფორმებს - პირველი ნაბიჯი ცვლილებებისკენ ?

image


ლონდონის „არსენალმა“ კლუბის ნახევარმცველ აარონ რემსის ახალი კონტრაქტი აღარ შესთავაზა, რის გამოც, 27 წლის ფეხბურთელი „მეთოფეებს“ იანვარში ან ზაფხულში დატოვებს.

ინგლისურ გრანდს ფეხბურთელის გაყიდვა ურჩევნია, ვიდრე მისი უფასოდ გაშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით, "არსენალი" რემსის ზამთარშივე დათმობს.

ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით აარონ რემსის „არსენალთან“ ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა გაეფორმებინა, მაგრამ ლონდონური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ გადაწყვიტა, რომ "არსენალი" უელსის ეროვნული ნაკრების წევრის გარეშეც კარგად განაგრძობს კლუბის წინ არსებულ გამოწვევებისთვის თავის გართმევას.

პარალელურად, მადრიდის „რეალი“ კლუბის გაძლიერების ალტერნატივებს ეძებს, ხოლო „არსენალის“ ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 ტურნირის გამარჯვებული კლუბისათვის ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ რემსის ტრანსფერი შესაძლოა სწორედ იანვარში განხორციელდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანური გრანდი რემსით უკვე დაინტერესდა და ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. თუმცაღა, რემსისათვის ბრძოლაში, "რეალს" სერიოზული კონკურენცია ელის - აღინიშნება ისიც, რომ 27 წლის ნახევარმცველით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მილანია“ დაინტერესებული.

მადრიდის „რეალში“ გადასვლა რემსისთვის კარიერის გაგრძელების ბრწყინვალე ალტერნატივა იქნება, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მას უელსის ეროვნული ნაკრების წევრ გარეტ ბეილთან ერთად შეეძლება თამაში.

„ლოს ბლანკოსის“ ცენტრალური პოზიციები ლუკა მოდრიჩს, კაზემიროსა და ტონი კროოსს მტკიცედ უპყრიათ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხორვატი ვარსკვლავი უკვე 33 წლისაა, „რეალს“ მისი ჩამნაცვლებლის ძიება უკვე დაწყებული ექნება.

ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების შემდგომ, „რეალს“ ზინედინ ზიდანი და კრიშტიანუ რონალდუ გამოაკლდნენ, შესაბამისად, „ლოს გალაქტიკოსში“ კლუბის ლანდშაფტის საფუძვლიანი გარდაქმნის დაწყების მცდელობისათვის ცუდი დრო არ უნდა იყოს.

წყაროები: ბრიტანული გამოცემები "DailyStar", "TeamTalk" და "StarSport".




დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა