Food Tips and Chef's Answers


ველით "მსოფლიო საკლუბო თასის" ფინალს მადრიდის "რეალსა" და "რივერ პლეიტს" შორის

image


„ლიბერტადორესის თასის“ ფინალში „რივერ პლეიტის“ გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ ამერიკული კლუბი აბუ დაბის მსოფლიო საკლუბო თასზე დაკვალიფიცირდა და ფინალში შესაძლოა მადრიდის „რეალს“ პირველად შეხვდეს.

მადრიდის „რეალი“ და „რივერ პლეიტი“ ერთმანეთს უკვე 9-ჯერ შეხვდნენ, მაგრამ ეს ამხანაგური მატჩები გახლდათ. ორი კლუბი ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში არასდროს დაპირისპირებია.

“რივერ პლეიტის“ სატურნირო ბადეში „ალ-აინი“ და „თიმ ველინგტონი“ ერთმანეთს შეხვდებიან. მათ შორის გამარჯვებული ტუნისის „ესპერანსას“ დაუპირისპირდება. საბოლოო გამარჯვებული კი სწორედ არგენტინულ მხარეს უნდა ეთამაშოს.

რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, „თეთრები“ „ჩივასსა“ და „კაშიმას“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. ჩამოთვლილი გუნდების დონეთა გათვალისწინებით სრულიად ლოგიკური ჩანს, რომ ტურნირის ფინალში „სამეფო კლუბი“ „ლიბერტადორესის თასის“ მფლობელს დაუპირისპირდეს.

მსოფლიო საკლუბო თასის ფინალი 22 დეკემბერს გაიმართება.

თავის დროზე, მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი 3 სეზონის განმავლობაში, „რივერ პლეიტში“ თამაშობდა, შემდგომ კი მადრიდის „ატლეტიკოში“ გადაბარგდა.

„რივერ პლეიტსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩების ისტორია 1951 წლიდან იწყება. 9 მატჩიდან 5 მადრიდის "რეალმა" მოიგო, 2 - "რივერ პლეიტმა", 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. "სამეფო კლუბი" "რივერთან" ბოლოს 1961 წელს დამარცხდა.


აქვე იხილეთ "რივერ პლეიტსა" და "ბოკა ხუნიორს" შორის გამართული ფინალის ვიდეო მიმოხილვა





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა