Food Tips and Chef's Answers


'დეშამს ვეტყვი, რომ ათამაშოს' - ბენზემას ნაკრებში დაბრუნებას უპირებენ



მადრიდის რეალის თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 5 წელია არ უთამაშია, მაგრამ მისთვის კარის გაღების პირობას მიშელ მულინი იძლევა. ის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია.

როგორც მულინმა "ფიგაროსთან" ინტერვიუში თქვა, თუ მას აირჩევენ, ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდება, რადგან ასეთ ფეხბურთელზე უარის თქმის ფუფუნება არ აქვთ.

"ქარიმ ბენზემა შესანიშნავი ფორვარდია, დიდიე დეშამი კი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია. ამდენად, თუ მას ეტყვიან, რომ ბენზემა უნდა ათამაშოს, ის ბენზემას ათამაშებს. ცხადია, ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელი იძახებს , მაგრამ როდესაც მენეჯმენტზე ვსაუბრობთ, პრეზიდენტის საქმეა დეშამსა და ბენზემას შორის მშვიდობა დაამყაროს. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ იმ ბიჭზე, რომელიც ალბათ საფრანგეთში საუკეთესო შემტევია. ფედერაციის პრეზიდენტი ამ ტიპის ღონისძიებებში ჩართული უნდა იყოს", - თქვა მულინმა.

შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან მატიე ვალბუენას ინტიმური ვიდეობით შანტაჟის გამო მოკვეთეს. მას "სამფეროვნების" რიგებში 81 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.

წყარო: popsport.com




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა