ცნობილმა მსაჯმა თავის შვილს მადრიდის "რეალის" სტადიონის სახელი დაარქვა

image


თავის ახლად დაბადებულ შვილს, "ფიფას" ყოფილმა მსაჯმა, არგენტინელმა პაბლო ლუნატიმ საკმაოდ ორიგინალური სახელი შეურჩია. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა Marca.

არბიტრმა შვილს მადრიდის "რეალის" საშინაო მოედნის, "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელი დაარქვა.

როგორც ირკვევა, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ ყოფილი მსაჯი არგენტინულ კლუბ "რივერ პლეიტზეა" შეყვარებული. როგორც იცით, სწორედ "სამეფო კლუბის" მოედანზე დაამარცხა "რივერ პლეიტმა" "ბოკა ხუნიორსი" 2018 წლის "ლიბერტადორესის თასის" ფინალში.

ლუნატი არგენტინის ჩემპიონატში 2004-2016 წლებში მსაჯობდა. 2007-2012 წლების პერიოდში, რეფერი საერთაშორისო ტურნირებზეც მუშაობდა.



დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა