Food Tips and Chef's Answers


"რეალი"-"ატლეტიკო": ვინ იყო მატჩის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ?

image


მადრიდის "რეალი" უეფას სუპერ თასის ფინალში თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" 4-2 დამარცხდა. გუშინდელმა მატჩმა მკაფიოდ დაგვანახა ყველას, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "სამეფო გუნდის" მოთამაშეები კატასტროფულ ფორმაში არიან.

"რეალის" ფეხბურთელები იმდენად ცუდად გამოიყურებოდნენ, რომ ერთმანეთს შეცდომების დაშვებაში ეჯიბრებოდნენ. განსაკუთრებით სამარცხინო შეცდომები "რეალის" მცველებმა დაუშვეს, თუმცა თუ იგივე შემტევ ასენსიოს და ისკოს შევეხებით არც მათ გაუკეთებიათ რაიმე ღირებული, ორივე მათგანი მოედანზე საერთოდ არ ჩანდა.

გუშინდელ შეხვედრაში დაასახელო "რეალის" ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ძალიან რთულია, რადგან ერთბაშად ამ აღნიშნული სტატუსი შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელსაც კი მივანიჭოთ.

მაგალითისვის კატასტროფული იყო სერხიო რამოსის თამაში, რომლის ასეთი ცუდად ჩატარებული შეხვედრა მე არ მახსენდება. "რეალის" კაპიტანი ძალიან ადვილად აგებდა ორთაბრძოლებს, დიეგო კოშტამ ის ისე დაჩაგრა თითქოს ის არა რამოსი, არამედ დამწყები ფეხბურთელი გახლდათ. სერხიოს შეცდომას მოჰყვა პირველი და მესამე გოლები "რეალის" კარში.

კიდევ ერთი კანდიდატი უდავოდ მარსელოა, ბრაზილიელ ფეხბურთელი როგორც წესი შეტევაში შესანიშნავი თამაშით გამოირჩევა, მაგრამ გუშინ აბსოლიტურად არაფერი გამოსდიოდა. დაცვაში კი მანაც "სასიკვდილო" შეცდომა დაუშვა, როდესაც "რეალი" 2-1 იგებს და თითქმის მატჩში არაფერი აღარ უნდა შეცვლილიყო, მარსელომ დაუდო სათავე "ატლეტიკოს" შეტევას თავის ძალიან მძიმე შეცდომით რასაც გოლი მოჰყვა "თეთრების" კარში.

ყველა ვარაუდით ლოპეტეგის "რეალის" მთავარი გასაღები ისკო უნდა იყოს, მაგრამ გუშინ ახალგაზრდა ესპანელი სრულიად გამქრალი იყო მოედნიდან. ისკოს შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, მისი გადაცემების უმეტესობა არაზუსტი იყო, ის ვერანაირად ვერ ახერხებდა ეპოვნა ბალანსი შემტევებსა და ნახევარმცველებს შორის. მისი ფიზიკური კონდიციები კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

Reali.Ge -ს აზრით გუშინდელი შეხვედრის ყველაზე ცუდი მოთამაშე სწორედ ამ სამ კანდიდატს შორისაა, გთავაზობთ გამოკითხვას სადაც შეგიძლიათ თქვენი პასუხი დააფიქსიროთ.

ვინ იყო მატჩის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ?




დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა