Food Tips and Chef's Answers


ვინ დაიცავს მადრიდის "რეალის" კარს უეფას სუპერთასის ფინალში?

image


მადრიდის „რეალის“ გოლკიპერებთან დაკავშირებით, ხულენ ლოპეტეგის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, თუმცა, ამ მომენტისათვის, უეფას სუპერთასის ფინალისათვის, კეილორ ნავასი პირველ არჩევნადაა წარმოდგენილი. 

გასულ შაბათს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ტიბუ კურტუას მონაწილეობა არ მიუღია და როგორც ჩანს, არც „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ არ უნდა მოვიაზროთ მონაწილე ფეხბურთელთა სიაში.

ახლახანს შესრულებულ ტრანსფერთან დაკავშირებული დეტალები ტიბო კურტუასათვის მეტად დამღლელი და სტრესული აღმოჩნდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბელგიელმა მეკარემ მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი მატჩი ჩაატარა და თავის ნაკრებს მესამე ადგილი აჩუქა. სწორედ აღნიშნული გარემოებებისდა გამო, ლოპეტეგს სურს, რომ ტიბო კურტუამ ძალები ბოლომდე აღიდგინოს, ამიტომ ლოგიკურიც იქნება თუ ესპანელი სპეციალისტი ბელგიელ მეკარეს კიდევ ერთხელ დაასვენებს.

მადრიდის „რეალში“ გადმოსვლის შემდგომ, „თეთრების“ მწვრთნელს „ჩელსის“ ყოფილი მეკარე ზედმეტად არ დაუტვირთავს.

შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობით, კეილორ ნავასი სასტარტო შემადგენლობაში რჩება. საჭიროების შემთხვევაში, მას შეცვლის კიკო კასილია, ანდრეი ლუნინი ან ლუკა ზიდანი.

ადრე თუ გვიან, ისიც გაირკვევა, თუ ვინ ჩადგება მადრიდის „რეალის“ კარში კვირას, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ მატჩში. ლოპეტეგის სწორედ ეს გადაწყვეტილება გამოააშკარავებს სანტიაგო ბერნაბეუზე მყოფ გოლკიპერთა ახალ იერარქიას.




დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა