Food Tips and Chef's Answers


რონალდუს ჩრდილიდან გამოსული გარეტ ბეილი - უეფას სუპერთასი უელსელის შანსია!

image


კრიშტიანუ რონალდუს მიერ „იუვენტუსში“ გადასვლის შემდგომ, მადრიდის „რეალი“ პირველად დადგა სერიოზული გამოცდის წინაშე. მთელი ყურადღება ახლა უკვე გარეტ ბეილისკენ იქნება მიპყრობილი.

2013 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე გადმოსვლის შემდგომ, უელსელ ფეხბურთელს პირველად მიეცემა რონალდუს ჩრდილიდან გამოსვლის შესაძლებლობა. იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამეფო გუნდს უეფას სუპერთასის ტიტული მოუტანოს.

მთელი პრესეზონის განმავლობაში, ხულენ ლოპეტეგი მადრიდის „რეალის“ შემტევი ხაზის სტრუქტურას გარეტ ბეილზე აწყობდა. „ტოტენჰემის“ ყოფილმა წევრმა 3 გოლის გატანა შეძლო და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საერთო ჯამში, 29 წლის ფეხბურთელმა 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ზემოთაღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, თუ იმასაც აღვნიშნავთ, რომ პირველ ორ მატჩში ბეილმა მხოლოდ 45 წუთი ითამაშა, „რომას“ წინააღმდეგ მოედანზე 57 წუთი დაჰყო, გასულ შაბათს კი „მილანთან“ 75 წუთი იასპარეზა.

სამეფო გუნდის შემადგენლობაში ბეილს უკვე 14 ჯილდო აქვს მოპოვებული. უკრაინაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ, ბეილი მატჩის მთავარი გმირი გახლდათ.

უელსელი ფეხბურთელი არც ესტონეთში დააკლებს ძალისხმევას, რათა მადრიდის "რეალთან" ერთად კიდევ ერთხელ გაიბრწყინოს.




დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა