Food Tips and Chef's Answers


იკერ კასილასმა გულის შეტევა გადაიტანა

image


ახლახანს, სამწუხარო ამბავი გავრცელდა მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მეკარის შესახებ.

"პორტუს" ვარჯიშის მიმდინარეობისას, იკერ კასილასი ცუდად გახდა, მას გულის შეტევის ნიშნები ჰქონდა. კასილასი "CUF Porto"-ს საავადმყოფოში მომენტალურად გადაიყვანეს.

აღნიშნული ინფორმაცია თავად კლუბმაც დაადასტურა.

კასილასს მკერდის ტკივილი დაეწყო, ხოლო მისი საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ, ვარჯიში შეწყდა.

როგორც ირკვევა, 37 წლის მეკარემ მსუბუქი გულის შეტევა გადაიტანა. საავადმყოფოში მას მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კასილასი გონზეა, თავს სტაბილურად გრძნობს და საფრთხე აღარ ემუქრება.

ცხადია, კასილასმა სეზონი ნაადრევად დაასრულდა. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში ექიმები ფეხბურთელებს თამაშის შეწყვეტისკენაც მოუწოდებენ და შესაძლოა ლეგენდას კარიერის დასრულებაც მოუწიოს.

თვეზე მეტი გავიდა მას შემდგომ, რაც კასილასმა "პორტუსთან" 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ლეგენდარულმა გოლკიპერმა მადრიდი 2015 წელს დატოვა. პორტუგალიური კლუბის რიგებში კასილასმა 156 მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად ლიგა (2017-2018) და ორი პორტუგალიის სუპერთასი მოიგო (2018 და 2019 წლებში).

როგორც კი ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა, კასილასს მთელი საფეხბურთო სამყარო გვერდით დაუდგა. მათ თავიანთი კეთილი სურვილები სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატეს. კასილასს თანადგომა სერხიო რამოსმა და რაფაელ ნადალმაც გამოუცხადეს.

ამ ამბავს მადრიდის "რეალი" სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა