Food Tips and Chef's Answers


"ატლეტიკოს" წინააღმდეგ მადრიდის "რეალს" ვარსკვლავი ფეხბურთელი დააკლდება

image


ოთხშაბათს, გულშემატკივართა თვალი ევროპის სუპერთასისკენ იქნება მიპყრობილი, მაგრამ მადრიდის „რეალს“ რთული დავალებისათვის თავის გართმევა ლუკა მოდრიჩის გარეშე მოუწევს. მადრიდის „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა, აღნიშნული მატჩისათვის მოსამზადებლად არცთუ დიდი დრო ჰქონდათ - სავარაუდოდ, ფიტნესის უმაღლეს დონეს არ უნდა ველოდოთ.

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგისათვის „ტროფეო ბერნაბეუ“ იდეალური შესაძლობა იყო თავისი ფეხბურთელები რეალური ტესტისათვის კიდევ ერთხელ მოემზადებინა. ესპანელმა სპეციალისტმა საწყის შემადგენლობაში მარსელო, ვარანე და კაზემირო ჩართო. ამ ფეხბურთელებმა პრესეზონის პირველ მატჩებშიც მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, ყველაფერი იმისკენ მიგვითითებს, რომ ფეხბურთელები ტალინშიც პირველი დაიწყებენ შეხვედრას.

ლოპეტეგი პირველად წარმოადგენს თავის სასტარტო თერთმეტეულს, რომელიც ოდნავ განსხვავებული იქნება იმ შემადგენლობისაგან, რომელიც გასულ სეზონს ზინედინ ზიდანმა შეადგინა. ახალი მთავარი მწვრთნელის დაქვემდებარების ქვეშ, მოდრიჩს მხოლოდ 15 წუთი აქვს მოედანზე გატარებული და ის გახლდათ უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშს დაუბრუნდა. ხორვატი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდება. ჩემპიონთა ლიგა სამეფო გუნდმა მოდრიჩთან და რონალდუსთან ერთად მოიგო, ახლა კი აღნიშნული ფეხბურთელების ადგილებს ბეილი და ასენსიო დაიკავებენ.

ჯერ-ჯერობით ზუსტად არაა ცნობილი დაიწყებენ თუ არა შეხვედრას კაზემირო, მარსელო და ვარანე. თუ ნახსენები ფეხბურთელებიდან ერთს მაინც მოუწევს დასვენება, მის ადგილს ნაჩო დაიკავებს ფლანგზე. კაზემიროს მოედანზე არ ყოფნის შემთხვევაში, მდგომარეობა უფრო რთულდება, რადგან მის პოზიციაზე მოთამაშე მარკოს ლორენტე და დანი სებალოსი ნაკლებად გამოცდილ ფეხბურთელებად მოიაზრებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასის ფინალი მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის, ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.




დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა