Food Tips and Chef's Answers


"რეალის" ყოფილი პრეზიდენტი: "ფლორენტინო პერესი განდიდების მანიითაა შეპყრობილი"

image


მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გააკრიტიკა. ამ უკანასკნელმა, როგორც მოგეხსენებათ, 575 მილიონი ევრო "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის პროექტში ჩადო. კალდერონის კრიტიკა სწორედ აღნიშნულ ფაქტს ეფუძნება. მისი აზრით, სტადიონი არავითარ რეკონსტრუქციას არ საჭიროებდა და ეს დიდი ფული ამაოდ, არაფერში გადაიყარა.

აი, რა განაცხადა კალდერონმა ახლახანს:

"ფლორენტინო პერესი განდიდების მანიითაა შეპყრობილი. სტადიონის რეკონსტრუქციის იდეა სხვა არაფერია თუ არა აბსურდი. 2009 წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგას ვუმასპინძლეთ, რადგანაც სტადიონი ევროპის საუკეთესო სამეულში შედიოდა."

"არავინ არ ჩივის "სანტიაგო ბერნაბეუზე". ახლა კი პერესმა 575 მილიონი ევროს გაფლანგვა მოისურვა. დიახ, ეს გადაყრაა და არა ინვესტიცია. ეს არავის სჭირდება. ჩვენ ისედაც შესანიშნავი სტადიონი გვაქვს, რომელიც ყველა საჭირო თანამედროვე მოწყობილობითაა აღჭურვილი."

"პერესის ფლანგვითი პოლიტიკა მადრიდის "რეალს" იქამდე მიიყვანს, რომ ფულის ფეხბურთელებში ინვესტიციას შეწყვეტს. ხალხს ტურნირებში გამარჯვების ზეიმის ხილვა სურს და არა კარგი სტადიონის მოდელი."
- ციტირებს 67 წლის რამონ კალდერონის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".

აქვე გეტყვით, რომ ესპანური მასმედიის ინფორმაციით, "სანტიაგო ბერნაბეუს" განახლებისა და გარდაქმნის იდეა პერესის განუყოფელი ნაწილი იყო და ეს უკანასკნელი პროექტის სრულყოფაში მოყვანას 2004 წლიდან გეგმავდა.




დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა