Food Tips and Chef's Answers


სასიამოვნო ინფორმაცია მადრიდის "რეალისა" და მისი გულშემატკივრებისთვის

image


დღეს, ორშაბათ დილით, „ვალდებებასის“ ბაზაზე, კარიმ ბენზემამ, ლუკას ვასკესმა, კეილორ ნავასმა, კიკო კასილიამ, მარკოს ლორენტემ და ვინისიუს ჟუნიორმა ივარჯიშეს.

თუმცაღა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ ის სასიხარულო ამბავი, რომ დიდი ხნის შემდგომ, გუნდთან ერთად თავისი პირველი ვარჯიში, 21 წლის ესპანელმა მცველმა ხესუს ვალეხომაც ჩაატარა.

ფეხზე მიღებული ტრავმის შემდგომ, იგი რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს და სასიამოვნოა, რომ ვარჯიშს თითქმის სრულყოფილად ახერხებს.

სესიის პირველი ნაწილის განმავლობაში, იგი სირბილზე იყო ორიენტირებული, რასაც ბურთის გადაადგილებასა და კარში დარტყმაზე ვარჯიში მოჰყვა.

ბოლოს, ვალეხომ სასურველი ფორმის სრულყოფილად დაბრუნებისათვის, სპეციალური ვარჯიშები შეასრულა.

ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო შესვენების დასრულების შემდგომ, ხულენ ლოპეტეგი მას ძირითად გუნდში უხმობს და ასპარეზობის საშუალებას მისცემს.




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა