Food Tips and Chef's Answers


ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის : ბექემმა პირველად ვიქტორია თბილისში შეამჩნია

image


მადრიდის "რეალის" ლეგენდად აღიარებული დევიდ ბექჰემი, რომელსაც საკმაოდ პოპულარული ქალბატონი ვიქტორია ადამსი - ჰყავს ცოლად, მომავალი მეუღლის გაცნობას იხსენებს და ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული კავშირშია საქართველოს დედაქალაქთან.

სრულიად ახალგაზრდა 21 წლის დევიდ ბექჰემი, როდესაც "მანჩესტერ იუნაითედში" თამაშობდა, თავის ავტობიოგრაფიაში წერს: - " 1996 წლის ნოემბერი იყო.საქართველოს დედაქალაქ თბილისში სასტუმროს ნომერში ვიჯექი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩის წინ. ტელევიზორი მუსიკალურ არხზე იყო ჩართული, სადაც "სპაიზ გერლზის" ახალი ვიდეო გადიოდა. მაშინ ვნახე პირველად ეკრანზე ვიქტორია, რომელსაც ტანზე მომდგარი შავი კოსტიუმი ეცვა და ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. მაშინ ვუთხარი გარი ნევილს, რომ ამ გოგოს უნდა შევხვდე მეთქი".

თბილისი - "სიყვარულის ქალაქი" არა მარტო ქართველებისთვის, მსოფლიო ვარსკვლავებისთვისაც ყოფილა, რითაც თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთ - ერთ საფეხბურთო მატჩზე მისული ვიქტორია გაიცნო და შეხვედრა სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო.მათ 15 წლის წინ იქორწინეს და ამჟამად ოთხი შვილი: - სამი ვაჟი და ერთი პატარა ანგელოზი გოგონა, ჰარპერი ჰყავთ.




დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა