ზიდანი ნავასის მომავალს ეხმიანება: "საიდან იცით რა ვუთხარი კეილორს?"

image


"ლა ლიგის" ბოლო ტურის გამართვამდე, ზიდანს პრესკონფერენციაზე კეილორ ნავასის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა ასეთი პასუხი გაგვცა:

"გვემშვიდობება თუ არა კეილორ ნავასი? ასე რატომ მსჯელობთ? მოვლენებს ამგვარად არ ვუყურებ. აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ ვფიქრობ და არც მომავალი სეზონის შესახებ მინდა რომ ზედმეტმა ფიქრებმა შემაწუხოს."

"ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ თუ რა მოხდება; ასახელებენ ფეხბურთელებს, რომლებიც დარჩებიან, რომლებიც წავლენ, რომ მე კეილორს დავემშვიდობე, რომ მინდა გავუშვა..."

"აი, რას გეტყვით: ხვალ თამაში გვაქვს ჩასატარებელიდა გოლკიპერებთან დაკავშირებული სიტუაცია მომავალ სეზონში უკვე აბსოლუტურად ნათელი იქნება. მხოლოდ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები."

"თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ რასაც მოისურვებთ, მაგრამ მე ტყუილებს არ ვამბობ. ვინ რა იცის რა ვუთხარი კეილორს? არავინ. მხოლოდ მან და მე. ყველას ვესაუბრე. ყოველთვის ერთი და იგივეს განმეორება მიწევს. კეილორს კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში."
- ნათქვამია ზიდანის ინტერვიუში, რომელიც "ლოს ბლანკოსის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სეზონის ბოლო დაპირისპირება მადრიდის "რეალსა" და "ბეტისს" შორის კვირას, 19 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება.



დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა