მარსელო ისკოზე: "მან უარი მითხრა, არ ვიცი რა დაემართა და რატომ მოიქცა ასე"

image


მოსკოვის „ცსკას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში უცნაური მომენტი დაფიქსირდა.

როდესაც მარსელოს შეცვლის დრო დადგა, ისკომ ბრაზილიელისგან კაპიტნის სამკლაურის მიღებაზე უარი განაცხადა. ეს ინფორმაცია თავად მარსელომ გააჟღერა.

„არ ვიცი რატომ მითხრა უარი კაპიტნის სამკლაურის გაკეთებაზე.“

„ვერ გეტყვით რა დაემართა. როდესაც კარვახალი მცვლიდა, შევეცადე სამკლაური ისკოსთვის მიმეცა, მაგრამ მან მითხრა, რომ იგი დანი კარვახალისთვის გადამეცა. რით იყო ეს განპირობებული და რა მიზანი ამოძრავებდა ისკოს, ამაზე აღარაფერი ვიცი.“

მარსელოს ისკოს მიერ გამოხატული ჟესტის ირგვლივაც დაუსვეს კითხვა, რაზედაც ბრაზილიელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ისკოს რეაქცია არ მინახავს, მაგრამ არ მგონია, რომ გულშემატკივრებით ყოფილიყო გაღიზიანებული. კლუბისთვის ბოლომდე ვიხარჯებით. ასეთი მარცხი გულსატკენია, მაგრამ საკუთარ თავში ძალა უნდა გამოვნახოთ და ფოკუსი ახლა უკვე შაბათის მატჩზე გადავიტანოთ.“ - ციტირებს ესპანური სპორტული გამოცემა „AS” 30 წლის მარსელოს სიტყვებს.

სასტიკი მარცხისდა მიუხედავად, მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფი პირველი ადგილით ჩაამთავრა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 15 დეკემბერს, მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" ეგიდით "რაიო ვალიეკანოს" მასპინძლობს.

დააკლიკეთ აქ ვიდეოს სანახავად - ისკოს უცნაური ჟესტი



დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა