უცნაური ჟესტი, რომლის გამოც "ბერნაბეუ" ისკოს 10 წუთის მანძილზე უსტვენდა (ვიდეო)



მადრიდის „რეალისთვის“ მოსკოვის „ცსკასთან“ დაპირისპირება საშიში იყო, რადგანაც ამ შეხვედრით „სამეფო კლუბი“ ბევრს ვერაფერს შეიძენდა, დასაკარგი კი ნამდვილად ჰქონდა.

ეს არცთუ სახარბიელო სიტუაცია მატჩის 55-ე წუთზე გამოიკვეთა. ისკომ ვინისიუსის კარგი პასი მიიღო, მაგრამ შეყოვნდა და მომენტი ვერ გამოიყენა. ამის შემდგომ, ფეხბურთელი გაღიზიანდა, რამაც "ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია.

26 წლის ფეხბურთელი დასარტყმელად უკეთეს კუთხეს ეძებდა, მაგრამ მას "ცსკას" მცველმა ხელი შეუშალა. შედეგად, ისკოს დარტყმული კარს აცდა.

„ცსკას“ 2:0 უპირატესობის ფონზე, მდგომარეობა დაძაბული იყო. მომენტის გაფუჭების შემდგომ, ისკომ ხელი აიქნია, ძირს დაიხედა და უკმაყოფილება გამოხატა. „სანტიაგო ბერნაბეუს“ წინა რიგებში შეკრებილმა გულშემატკივრებმა ახსნა-განმარტება მოითხოვეს და ფეხბურთელს დაუსტვინეს.

ჯერ კიდევ გასარკვევია, ისკო მსაჯმა გააღიზიანა და ამ უკანასკნელს მიემართებოდა ესპანელის ჟესტი თუ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მყოფ გულშემატკივრებს.

ყოველ შემთხვევაში, მადრიდის „რეალის“ მომხრეებმა ისკოს ჟესტი საკუთარ თავზე მიიღეს და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ბურთის ყოველი მიღებისას, „ბერნაბეუ“ ისკოს აქტიურად უსტვენდა. ცოტა ხნის შემდგომ, მოედნის სხვა მხრიდან წამოსულმა აპლიდისმენტებმა ნეგატივი ჩააცხრო.



დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა