სიტუაცია "რეალის" ბანაკში - ვინ არის ტრავმირებული და ვინ ითამაშებს "ცსკას" წინააღმდეგ ?

image


„ცსკასთან“ დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ განაცხადა, რომ მარსელოსა და ტონი კროოსის "სამეფო კლუბის" განაცხადში დაბრუნება სასწრაფო არ არის.

მართალია ბრაზილიელი და გერმანელი ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ, მაგრამ მათი მონაწილეობა ოთხშაბათის მატჩში მოსკოვური კლუბის წინააღმდეგ დიდად საეჭვოა.

უფრო კონკრეტულად, ბრაზილიელ მარცხენა მცველს კუნთის პრობლემები აქვს და ტრავმის შებრუნებას უფრთხის, კროოსმა კი „რომას“ წინააღმდეგ მატჩში დაიზიანა მუხლი და მარჯვენა მხარე კვლავ გადაბინტული აქვს.

არგენტინელმა სპეციალისტმა თავისი მოსაზრება მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისთვის მთავარი თითოეული ფეხბურთელის ჯანმრთელობაა და სწორედ ამიტომ, მარსელოსა და კროოსს არ დააჩქარებს და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ „ლოს ბლანკოსისათვის“ „ცსკასთან“ მატჩით არაფერი წყდება.

რაც შეეხება "რეალის" სხვა დაშავებულ მოთამაშეებს, ისინი რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებენ. ამ მადრიდისტებს შორის არიან: კაზემირო, მარიანო დიასი, სერხიო რეგილონი და ნაჩო ფერნანდესი.

ბრაზილიელი კაზემირო მოედანზე უკვე ინტენსიურად ვარჯიშობდა და როგორც ჩანს, ასპარეზობას მალე უნდა დაუბრუნდეს.

სოლარიმ ბოლო ვარჯიშში 22 ფეხბურთელი ჩართო, მათ შორის „კასტილიას“ მოთამაშე კრისტო, რომელსაც „რეალის“ შემადგენლობაში 1 გოლი უკვე აქვს გატანილი.

"თეთრების" ოფიციალური განაცხადი ჩემპიონთა ლიგის მატჩისათვის, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" "ცსკას" ოთხშაბათს, 12 ნოემბერს, 21:55 საათზე მასპინძლობს.


აქვე იხილეთ "ცსკასთან" დაპირისპირებამდე, "რეალის" ფეხბურთელების მიერ გამართული ვარჯიშის მოკლე ვიდეო



დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა