Food Tips and Chef's Answers


სუფრაზე არ მისვლის გამო, გარეტ ბეილს ტიბო კურტუას რისხვა დაატყდა თავს

image


ტიბო კურტუამ თანაგუნდელი გარეტ ბეილი იმ მიზეზით გააკრიტიკა, რომ ეს უკანასკნელი ესპანურ ცხოვრების სტილს ფეხს ვერ უწყობს და გუნდში ადაპტაციას ვერ ახდენს. თავისი მოსაზრება გოლკიპერმა ბელგიურ გაზეთ "HLN"-თან საუბრისას დააფიქსირა.

ზუსტად ასეთივე კუთხით, გარეტ ბეილი კრიტიკის ობიექტი სხვა შემთხვევებშიც არაერთხელ გამხდარა. ბეილს გოლფის გადაჭარბებულ თამაშში სდებენ ბრალს, რის გამოც კოლეგებმა მას ახალი ზედმეტსახელი - "გოლფერი" შეარქვეს.

კურტუაც ანალოგიურ ჭრილში შეეხო უელსელს. აი, რა განაცხადა მეკარემ "HLN"-სთან მიცემულ ინტერვიუში:

"მე ისე ვცხოვრობ, თითქოს მადრიდის "რეალში" ვიყო დაბადებული და აღზრდილი. გვიან ვჭამ და გვიან ვიძინებ, ეს მადრიდელების ცხოვრების სტილია."

მართლაც, გვიან ჭამა და გვიან დაძინება მადრიდული ცხოვრების სტილია. კურტუას მოსაზრებით, ბეილი თანაგუნდელებთან გამართულ ნადიმს იმიტომ არ დაესწრო, რომ ღონისძიება ღამის 11 საათისთვის იყო დაგეგმილი, ხოლო გარეტ ბეილს ამ დროს ჩვეულებისამებრ ძინავს.

"ახლახანს, მთელი გუნდი დავესწარით ღამის ნადიმს, მაგრამ ბეილმა და კროოსმა მოსვლა არ ისურვეს. მათ მიიჩნიეს, რომ ნადიმისთვის ძალიან გვიანი დრო იქნა შერჩეული. ჩვენ ერთმანეთს 9:30-ზე შევხვდით, ჭამა 10:15-ზე დავიწყეთ, შუაღამით კი ყავა დავლიეთ."

"დაახლოებით ღამის 1 საათზე დავიძინეთ და მომდევნო დილის 11 საათისთვის უკვე სავარჯიშოდ გავემზადეთ. მე მგონია, რომ ეს ძილისთვის საკმარისი დროა, მაგრამ ბეილმა თქვა: "არა, ვერ შემოგიერთდებით, რადგანაც როგორც წესი, 11 საათზე უკვე ვიძინებ, და ამის შემდგომ, არც გამოჩენილა."

აღსანიშნავია, რომ ამ კვირას, კურტუა არ არის პირველი, ვინც უელსელი გუნდში ინტეგრაციის არასაკმარის მცდელობაში ამხილა.

ესპანურ გამოცემა "Esporte Interativo"-სთან საუბრისას, მარსელომ ასეთი რამ განაცხადა:

"კიკო კასილიასთან ძალიან ახლოს ვიყავი და მისმა წასვლამ გული დამწყვიტა. გასახდელში ის ჩემს გვერდით იჯდა და ხშირად ვსაუბრობდით, ახლა კი გვერდით აღარავინ მყავს! მართალია, იქ არის ბეილი, მაგრამ ის არაფერს ამბობს. იგი მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობს და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცუდი სიტუაცია იქმნება. მხოლოდ "გამარჯობა", "სალამი", "ნახვამდის" და ასეთ სიტყვებს ვეუბნები."

წყარო: ესპანური გამოცემა "AS".




დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა