ლუკა მოდრიჩის მშობლების ემოციური რეაქცია "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ (ვიდეო)
ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. განსაკუთრებით ემოციური იყო ფეხბურთელის მშობლების რეაქცია, როდესაც გაიგეს რომ მათმა შვილმა „ოქროს ბურთი“ მოიგო:
„ჩემო შვილო, მე ყველაზე ბედნიერი და ამაყი მამა ვარ მსოფლიოში. შენ ჩემი გენიოსი ხარ. მე ვერ ვპოულობ სიტყვებს. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ“- განაცხადა ფეხბურთელის მამამ სტიპე მოდრიჩმა.
„გილოცავ, ჩემო მზეო, შენ ეს დაიმსახურე. ძალიან მიყვარხარ", - განაცხადა ლუკას დედამ, რადოიკა მოდრიჩმა.
ლუკა მოდრიჩის თქმით, მისი წარმატება სწორედ მშობლების დამსახურებაა:
„როდესაც ბავშვი ვიყავი, მათ ყველაფერი შემომწირეს, რომ დამხმარებოდნენ და საფეხბურთო ოცნებები ამეხდინა. ისინი მე ცხოვრებისეული ღირებულებებით მზრდიდნენ და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს მე აქ ვარ.“- განაცხადა ლუკა მოდრიჩმა.
შეგახსენებთ, მოდრიჩმა რონალდუსა და მესის 10-წლიანი დომინირება დაასრულა, გახდა რა "ოქროს ბურთის" მფლობელი.
წყარო: NewPosts.Ge
loading...
ბოლო სიახლეები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა