ემოციური კადრები - ლუკა მოდრიჩს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის შეტყობინება აჩვენეს (ვიდეო)

image


ერთდროულად რამდენიმე მიზეზის გამო, ხუთშაბათი ღამე ლუკა მოდრიჩისთვის ფრიად განსაკუთრებული აღმოჩნდა. პირველ რიგში, ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს 3:2 ანგარიშით სძლია. ამას გარდა, მატჩის დასრულების შემდგომ, ერთმა პატარა გულშემატკივარმა თავის ოჯახთან ერთად, ლუკას საკმაოდ ემოციური შეტყობინება გაუგზავნა.

„უეფას“ ერთა ლიგის შეხვედრის დასრულების შემდგომ, ლუკა მოდრიჩი თავისი გუნდის ავტობუსისკენ მიემართებოდა, როდესაც იგი ესპანელმა ჟურნალისტებმა შეაჩერეს. მათ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის პიტერის შეტყობინება ჩაიწერეს. ეს ზუსტად ის ბავშვია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, მეორე ადგილის დაკავების აღნიშვნისას, 33 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა სცენაზე ამოიყვანა.

„La Sexta”-ს ჟურნალისტებმა ლუკა მოდრიჩს სთხოვეს ერთი წუთი გამოეყო და მოკლე ვიდეო-მესიჯისთვის ეყურებინა. ხორვატმა ნახევარმცველმა თხოვნაზე უარი ვერ თქვა.

„ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციურია.“ - აცხადებს ვიდეოში პიტერის და ბარბარა.

„ჩემი ძმა პიტერი სულ გაიძახის: „მინდა, რომ ლუკა მოდრიჩს შევხვდე, მინდა რომ ლუკა მოდრიჩს ჩავეხუტო.“

„ლუკა მოდრიჩს მივმართავ! დიდი მადლობა ყველაფრისთვის ლუკა!“

„შენ არაჩვეულებრივი გული გაქვს.“

ვიდეოს ყურებისას თავად მოდრიჩიც ემოციურად გამოიყურებოდა.

„საოცარია, დაუჯერებელია, ძალიან ავღელდი. ამ კადრებს რომ ვუყურებ, ემოციას ვერ ვმალავ.“

„გასაოცარია.“

მოდრიჩი ესპანელ ჟურნალისტებს დაემშვიდობა, რამდენიმე ავტოგრაფი გასცა, შემდგომ კი ავტობუსს მიაშურა.

მართლაც დიდებული ფეხბურთელისა და პიროვნების მომსწრენი ვართ...


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა