"ლოს ბლანკოსის" ბოლოსწინა ვარჯიში "სელტასთან" დაპირისპირებამდე (ვიდეო)

image


მადრიდის „რეალი“ „სელტასთან“ მატჩისათვის მზადებას განაგრძობს.

სანტიაგო სოლარის შეგირდები ზედიზედ მე-4 გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

„ბალაიდოსზე“ გამგზავრებამდე, ფეხბურთელებმა „ლა ლიგის“ მე-12 ტურისთვის ინტენსიური ვარჯიში ჩაატარეს.

„რეალის“ მოთამაშეებმა ვარჯიში „რონდოთი“ დაიწყეს, არანაკლები ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობასა და პრესინგს, რის შემდგომაც, სესია ჩაწოდებების დამუშავებითა და კარში დარტყმებით გაგრძელდა. ვარჯიში პატარა მოედანზე გამართული მატჩებით დასრულდა.

სასიხარულოა, რომ დავი კარვახალმა კვლავ ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.

კარვახალთან ერთად, მოედანზე სხვა ფეხბურთელებს მარსელო და რაფაელ ვარანიც შეუერთდნენ, რის შემდგომაც ისინი კვლავ ინდივიდუალურ პროგრამაზე გადაერთნენ.

რაც შეეხება მარიანო დიასსა და ხესუს ვალეხოს, ფეხბურთელებმა „რეალის“ სხვა წევრებთან ერთად ბურთით ფლობაზე ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის ფარგლებში, „სელტა“ მადრიდის „რეალს“ „ბალაიდოსზე“ კვირას, 11 ნოემბერს, 23:45 საათზე უმასპინძლებს.

დანი კარვახალი სრულ რეაბილიტაციასთან ახლოსაა, მაგრამ ითამაშებს თუ არა "სელტას" წინააღმდეგ, ეს უკვე სანტიაგო სოლარის გადასაწყვეტია.



ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ვიდეო "რეალის" ბოლოსწინა ვარჯიშიდან



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა