თბილი ვიდეო: კურტუა ავტომობილიდან გადმოვიდა, რათა უნარშეზღუდულ ბავშვთან ერთად ფოტო გადაეღო



კურტუას დღევანდელი ვარჯიში უკვე დასრულებული ჰქონდა და „ვალდებებასის“ ბაზას ტოვებდა, როდესაც საკუთარი ავტომობილით გულშემატკივრებთან შეჩერდა და ავტოგრაფების გაცემა დაიწყო. ამის შემდგომ, ბელგიელი ღირსეულად მოიქცა.

კურტუამ დაინახა, რომ მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი უნარშეზღუდული იყო. "რეალის" გოლკიპერი სპეციალურად გადმოვიდა ავტომობილიდან, რათა ეტლში მყოფ ბიჭუნასთან ერთად ფოტო გადაეღო.

დღევანდელი დღე მადრიდის „რეალის“ პატარა გულშემატკივარისთვის მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. მან ტიბო კურტუასთან ერთად ლამაზი მომენტი გაიზიარა.

როდესაც კურტუა ბიჭთან ფოტოს გადასაღებად დაიხარა, „როგორი მაღალია!“ - გაისმა ვიდეოში იქვე მყოფი დამკვირვებლებისგან.

კურტუამ კიდევ რამდენიმე ავტოგრაფი გასცა, გულშემატკივართან სელფიც გადაიღო, ხოლო შემდგომ სახლს მიაშურა.

ნამდვილად სასიამოვნოა ადამიანებს შორის ასეთი გულთბილი დამოკიდებულების ხილვა. ღირსეული საქციელის გამო, კურტუა გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს, თუმცა ვიდეოში კარგად ჩანს, რომ კურტუას საქციელი ტაშის კვრის მიღების სურვილით არ იყო განპირობებული და მან შექებაც თავმდაბლურად მიიღო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა