Food Tips and Chef's Answers


"რეალმა" "ესპანიოლის" წინააღმდეგ მატჩისათვის მზადება უკვე დაიწყო [+ვიდეო]



ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში „რომას“ დამარცხების შემდგომ, ხუთშაბათს „ვალდებებასის“ ბაზაზე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები „ლა ლიგის“ მომავალი დაპირისპირებისათვის მზადებას შეუდგნენ.

22 სექტემბერს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალი“ „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.

ფეხბურთელები, რომლებმაც „რომას“ წინააღმდეგ მატჩში მიიღეს მონაწილეობა, ძალების აღსადგენი და სარეაბილიტაციო ვარჯიშებით დაკავდნენ, მათ ივარჯიშეს როგორც მოედანზე, ასევე დარბაზში.

გუნდის დანარჩენი წევრები, მათ შორის აკადემიის ფეხბურთელები - დანი გომესი, დანი ფერნანდესი და მიგელ გუტიერესი ხულენ ლოპეტეგის ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიშობდნენ.

გახურების შემდგომ, ფეხბურთელებმა ბურთის ფლობასა და კარში დარტყმებზე ივარჯიშეს. ამის შემდგომ, ხულენ ლოპეტეგის შეგირდებმა პატარა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე მატჩი ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „რეალი“ – „ესპანიოლი“ შაბათს, 22:45 საათზე დაიწყება.


იხილეთ დღის სხვა საინტერესო სიახლეები აქ





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება