რობერტო კარლოსი ფეხბურთში დაბრუნდა და დუბლი გაიფორმა (+ვიდეო) » "რეალის" ფან-კლუბი


რობერტო კარლოსი ფეხბურთში დაბრუნდა და დუბლი გაიფორმა (+ვიდეო)



მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, 45 წლის რობერტო კარლოსმა ფუტსალის კარიერა დაიწყო.

კარლოსი იაპონურ კლუბ "განვითარება"-ს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ სადებიუტო მატჩში, ბრაზილიელმა უკვე მოახერხა ორი გოლის გატანა.

შედეგად, კარლოსის გუნდმა მეტოქე კლუბი "ვოსკუორე სენდაი" 2:1 ანგარიშით დაამარცხა.

ცნობილია, რომ ფუტსალის კლუბი "განვითარება" გულშემატკივრების გრანდიოზული რაოდენობით არ გამოირჩევა - მატჩებს 1,500-მდე გულშემატკივარი ესწრება ხოლმე, მაგრამ ზემოთაღნიშნულ შეხვედრას 3,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ ვის უნდა უკავშირდებოდეს დასწრების გაორმაგებული მაჩვენებელი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა