ვიდეო: რამოსმა სალაჰს მხარზე ხელი დაადო, სანაცვლოდ კი სალაჰისგან ეს მიიღო!

image


მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი და „ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ.

კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის შემდგომ, სადაც „თეთრების“ კაპიტანთან ბრძოლაში ეგვიპტელმა ტრავმა მიიღო, ფეხბურთელები ერთმანეთს მონაკოში, კენჭისყრის ცერემონიაზე გადაეყარნენ.

ესპანელი თანაგუნდელებთან ერთად, ზუსტად სალაჰის უკან იჯდა.

კენჭისყრაზე, რამოსი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ჯილდოს მიღების შემდგომ, სერხიო თავის ადგილს უბრუნდებოდა, როდესაც სალაჰს ხელი იმავე მხარზე დაადო, რომელიც ეგვიპტელს დაზიანებული ჰქონდა.

თავის მხრივ, „ლივერპულის“ ვარსკვლავმა მცველის ჟესტს ყურადღება არ მიაქცია და პირდაპირ განაგრძო ყურება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ იურგენ კლოპისგან განსხვავებით, მომხდარი ინციდენტის გამო, ეგვიპტელს რამოსი ღიად არ გაუკრიტიკებია.

შეგახსენებთ, რომ კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბურთისათვის ბრძოლის დროს, ორივე ფეხბურთელი მიწაზე დავარდა. რამოსი სალაჰს ხელზე დაეცა, რის გამოც, ეგვიპტელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შეხვედრის დატოვება მოუწია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარები 1

temo
temo 1 სექტემბერი 2018 21:35
შეგახსენებთ, რომ კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბურთისათვის ბრძოლის დროს, ორივე ფეხბურთელი მიწაზე დავარდა. რამოსი სალაჰს ხელზე დაეცა, რის გამოც, ეგვიპტელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შეხვედრის დატოვება მოუწია.
რაზუსტი აღწერაა :დ რამოსმა რო ძიუდოს ილეთი ჩაუტარა არა?? :დდ

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა