"რეალი" ვიდეოს აქვეყნებს - ანტიგმირი მსაჯი "ეიბარის" მიერ "რეალთან" გატანილ გოლს აღნიშნავს



"ლა ლიგის" მე-18 ტურის დაპირისპირება მადრიდის "რეალისათვის" ფრიად უიღბლო აღმოჩნდა. "სამეფო კლუბი" "რეალ სოსიედადთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:2 ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის მეორე ნახევარში, ვინისიუს ჟუნიორი მეტოქის საჯარიმო მოედანში წაიქცა. განმეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ "სოსიედადის" მეკარე ხერონიმო რულიმ ბრაზილიელი თინეიჯერი წააქცია, მაგრამ მთავარ არბიტრ ხოსე ლუის მანუერა მონტეროს პენალტი არამცთუ არ დაუნიშნავს, არამედ VAR-ისთვისაც კი არ მიუმართავს.

პენალტის არდანიშვნას სხვა რამდენიმე გაუგებრობაც დაემატა და "სოსიედადთან" მატჩის უდავო ანტიგმირად სწორედ მანუერო მონტერო იქცა.

არბიტრის ამგვარ ქცევას "სამეფო კლუბისგან" სათანადო პასუხიც მოჰყვა. მადრიდის "რეალის" ტელევიზიაში გაუშვეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აღნიშნავს მანუერო მონტერო "ეიბარის" მიერ მადრიდის "რეალის" კარში გატანილ გოლს VAR-ის ოთახში.

"სამეფო კლუბმა" ამ კონკრეტული არბიტრისა და VAR-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია წამოიწყო. "სოსიედადთან" დაპირისპირების შემდგომ, განრისხებულმა ფლორენტინო პერესმა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მყოფ ლუის რუბიალესს დაურეკა და მსაჯისა და VAR-ის უსამართლობის შესახებ მოახსენა.

ის, რასაც ვიდეოში ვხედავთ, შესაძლოა სრულიად უწყინარი სიტუაციაც იყოს. არ არის გამორიცხული, მანუერო მონტერო აღნიშნავდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ის და მისი გუნდი პრობლემის არსს სწორად ჩაწვდნენ და გოლთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

ჯერ-ჯერობით, "სამეფო კლუბს" ოფიციალური საპროტესტო ნოტა არსად გაუგზავნია.

ინფორმაციის წყარო: ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემა Marca.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა