სასიამოვნო ამბავი მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის შესახებ

image


გამორიცხეთ ტრანსფერი! კეილორ ნავასი მადრიდის "რეალს" იანვარში არ დატოვებს!

დღეს კეილორ ნავასი 32 წლის გახდა. კოსტა-რიკელს მადრიდის "რეალში" 149 მატჩი აქვს ჩატარებული. "სამეფო კლუბთან" ერთად მან 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 მსოფლიო საკლუბო თასი, 3 "უეფას" სუპერთასი, 1 "ლა ლიგა" და 1 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

ახლა კოსტა-რიკელს მადრიდის „რეალში“ რთული პერიოდი უდგას. სოლარისგან მას სათამაშო დრო აღარ ეძლევა. ის ისეთ მატჩებშიც კი ვეღარ იღებს მონაწილეობას, სადაც ყველაფერი გადაწყვეტილია. მაგალითად, კეილორმა ოთხშაბათს „ცსკას“ წინააღმდეგაც ვერ იასპარეზა.

ნავასის მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, არაერთი ვარაუდი გამოითქვა ფეხბურთელის სამომავლო გეგმების შესახებ, მაგრამ არსებობს მიზეზები, რაც ჩვენ სერიოზულ საფუძველს გვაძლევს იმისა დავასკვნათ, რომ გოლკიპერი მადრიდის „რეალს“ იანვარში ნამდვილად არ დატოვებს.

თებერვლის ბოლოს, კეილორ ნავასი მამა კიდევ ერთხელ გახდება. თავის ოჯახთან ერთად იგი მადრიდში 2014 წლიდან მოყოლებული ცხოვრობს. შვილის ფაქტორი მადრიდის დატოვების სურვილს აქარწყლებს.

კარიერის დასრულების შემდგომ, კეილორს ცხოვრების გაგრძელება მადრიდში სურს და გუნდის შეცვლა ახლა მის გეგმებში არ შედის.

მორიგი მიზეზი იმისა თუ რატომ არ დატოვებს ნავასი „რეალს“ გახლავთ ის, რომ ამ მომენტისათვის, ეკონომიკურ და სპორტულ დონეზე მისთვის შესაფერისი გუნდი ვერ მოიძებნება.

ევროპის ყველა დიდ გუნდს უკვე ყავს ძირითადის მეკარე და მადრიდის „რეალის“ მსგავსად, ნავასს არცერთი კლუბი არ გადაუხდის თითქმის 5 მილიონ ევროს ანაზღაურების სახით.

აღნიშნულ ვითარებას ისიც ემატება, რომ მადრიდის „რეალს“ საერთოდ არ სურს ზამთარში მეკარის გაშვება.

ნავასის სათადარიგოზე ყოფნა კლუბისათვის მისაღებია და ერთგვარი ფუფუნებაც გახლავთ.

ზაფხულამდე კეილორ ნავასი ესპანეთის საფეხბურთო თასის მატჩებში შეძლებს მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მისი ასპარეზობა ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "MARCA".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა