სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია - "რეალი" "სიტის" ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში აპირებს

image


მიმდინარე სეზონის ბოლოს, ბრაჰიმ დიასის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ იწურება.

„ქალაქელები“ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავენ. ეს გარემოება არაერთი დაწინაურებული კლუბისთვისაა ცნობილი და ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმებას ერთდროულად რამდენიმე წამყვანი ევროპული გუნდი ცდილობს.

დიასის შემოერთების ყველაზე რეალურ და მთავარ პრეტენდენტ კლუბად მადრიდის „რეალი“ სახელდება. საინფორმაციო წყაროების მიხედვით, მადრიდის „რეალმა“ ბრაჰიმთან და „მანჩესტერ სიტისთან“ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

უფრო ადრე, ბრაჰიმის „სამეფო კლუბში“ გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში ელოდნენ, მაგრამ თავისუფალი აგენტის როლში ფეხბურთელის ტრანსფერი არ განხორციელებულა.

ამჯერად, ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემა „Marca” გვატყობინებს, რომ მადრიდის „რეალი“ ბრაჰიმ დიასის კონტრაქტის ამოწურვას არ დაელოდება და იანვარში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის. მეორე მხრივ, "ManagingMadrid"-ის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს ეს თანხა ეცოტავება და ბრაჰიმის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

ცოტა ხნის წინ, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ინგლისური გრანდი ყველაფერს გააკეთებდა 19 წლის ესპანელი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი კლუბის დატოვებას მაინც მოიწადინებდა, ხელმძღვანელობა მას არ დააბრკოლებდა. როგორც ჩანს, დიასი „რეალს“ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა...


აქვე გთავაზობთ ბრაჰიმ დიასის საუკეთესო მომენტებს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა