მადრიდის "რეალმა" ვინისიუსთან დაკავშირებით მკაცრი და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო !

image


18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში თავის პირველ სეზონს ატარებს.

ბრაზილიიდან მადრიდში გადმობარგების შემდგომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვინისიუსმა „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. იგი მოედანზე არცთუ ხშირად გამოდის, რაც მისი განვითარებისთვის ცუდ ფაქტორს წარმოადგენს.

ბრიტანული გამოცემა „Goal“-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ ვინისიუსის იჯარით გაშვებას გეგმავს. წყარო გვამცნობს, რომ მთავარ პრეტენდენტ კლუბად „ვალიადოლიდი“ სახელდება.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში, ვინისიუს ჟუნიორმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის საფეხბურთო თასის შეხვედრაში „მელილიას“ წინააღმდეგ (6:1), ვინისიუსმა 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" 17 წლის ვინისიუს ჟუნიორში 45 მილიონი ევრო გადაიხადა.

აქვე იხილეთ ვინის საუკეთესო მომენტები



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა