მადრიდის "რეალი" როდრიგოს ფასის დაწევას ცდილობს

image


მადრიდის „რეალი“ „ვალენსიას“ ფორვარდის როდრიგოს გადმოყვანას არ ჩქარობს. „ლოს ბლანკოსი“ ტრანსფერს „დედლაინამდე“ წელავს, რათა თავდამსხმელი სასურველ ფასში შემოიერთოს.

მადრიდელები ფორვარდს ეძებენ, ხულენ ლოპეტეგის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს კი სწორედ „ვალენსიას“ ფეხბურთელი როდრიგო წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიამ“ კევინ გამეირო და მიში ბატშუაი დაიმატა, კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელი ფორვარდის მარტივად დათმობას სულაც არ აპირებს. როდრიგოს კონტრაქტში გაწერილი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს და როგორც ირკვევა, ამ თანხაზე ნაკლებად "ვალენსია" ფორვარდს არსად გაუშვებს.

მადრიდის „რეალი“ 27 წლის თავდამსხმელში დასახელებული თანხის გადახდას არ გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუკი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფეხბურთელის ფასი დაიკლებს, „ლოს გალაქტიკოსი“ მისი შემოერთების შანსს ხელიდან აღარ გაუშვებს.

გასულ სეზონში, როდრიგომ 19 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „ვალენსიას“ შემადგენლობაში, მან საერთო ჯამში 44 მატჩი ჩაატარა.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა “MARCA”.


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა