"ჩელსიმ" ნაბიჯი გადადგა - აზარის გაფორმება ოცნებად დარჩება თუ "რეალი" ამას არ გააკეთებს!

image


ედენ აზარის მოქმედი ხელშეკრულება „ჩელსისთან“ 2020 წელს იწურება. მომავალი წლის ზაფხულში, რიგი ევროპული კლუბებისათვის, ბელგიელი ფეხბურთელი უკვე უაღრესად მიმზიდველ სატრანსფერო მიზნად იქცევა.

ლონდონელებს არ სურთ აზარის დაკარგვა და ამიტომაც, 27 წლის ფეხბურთელს ახალი და საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

ბრიტანულ წყარო “Daily Mail”-ზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ ედენ აზარს შესთავაზა ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბელგიელი ფეხბურთელი კვირაში 300 ათასი ფუნტი სტერლინგის მოცულობის ანაზღაურებას მიიღებს, მაგრამ ვინგერი შემოთავაზებაზე ხელის მოწერას ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს.

აღნიშნული პრესტიჟული გამოცემის ინფორმაციით, ედენ აზარს კვლავ სურს მადრიდის „რეალში“ გადასვლა და „სამეფო კლუბისგან“ მის მიმართ აქტიური ინტერესის გამოხატვასა და „ჩელსისთან“ მოლაპარაკებების წამოწყებას ელის.

მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის 13 მატჩში, ედენ აზარმა 7 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.

შეგახსენეთ, რომ ცოტა ხნის წინ, ნ’გოლო კანტემ გაახანგრძლივა „ჩელსისთან“ კონტრაქტი.


აქვე გთავაზობთ ედენ აზარის ბრწყინვალე მომენტებს





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა