არა "მანჩესტერ სიტის" ! ინგლისური გრანდის ფეხბურთელი კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს
ინგლისური კლუბი ახალგაზრდა წევრის შესანარჩუნებლად იბრძვის.
„მანჩესტერ სიტის“ 19 წლის ფეხბურთელმა ბრაჰიმ დიასმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გრანდთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ფეხბურთელისთვის კვირაში 60,000 ფუნტი სტერლინგის გადახდას ითვალისწინებს.
დიასს პრემიერ ლიგის ჩემპიონთა რიგებში საჭირო სათამაშო დრო არ ეძლევა, რის გამოც მისი დღეები „სიტიში“ დათვლილია.
დიასი ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებში ასპარეზობს. ამ სეზონში მას პრემიერ ლიგის 1 მატჩიც კი არ აქვს ჩატარებული. მიმდინარე კამპანიის დასასრულს, ბრაჰიმ დიასი „სანტიაგო ბერნაბეუს“ მიაშურებს.
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბი ბრაჰიმისთვის ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თუ ამ უკანასკნელს კლუბის დატოვება სურს, ხელმძღვანელობა ახალგაზრდას არ დააბრკოლებს.
„ჩემი რჩევა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ბრაჰიმ დიასს ჩვენთან დარჩენა არ სურს, მაშინ უნდა დაგვტოვოს.“
„ბრაჰიმთან დაკავშირებული სიტუაცია სინამდვილეში ძალიან მარტივია: გვინდა, რომ „სიტიში“ დარჩეს და 4 ან 5-წლიანი კონტრაქტი შევთავაზოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგი შევინარჩუნოთ, მაგრამ საბოლოო სიტყვა მას ეკუთვნის."
„აკადემია უნდა ამაყობდეს მისით, რადგანაც რამდენიმე წელია, რაც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობს.“
გავრცელებული ინფორმაციით, სანტიაგო სოლარი ბრაჰიმ დიასის პირველ გუნდში თამაშის მომხრეა, რაც „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებმა 19 წლის ფეხბურთელს ამცნეს კიდეც, ასე რომ ვნახოთ, როგორც განვითარდება მოვლენები.
წყარო: "Marca", "AS", "Goal" და "The Sun".
აქვე გთავაზობთ ბრაჰიმ დიასის საუკეთესო მომენტებს
ბოლო სიახლეები