3 ტრანსფერი, რომელიც "რეალს" შეუჩერებელს გახდის
კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდის "რეალისგან" მიმდინარ ზაფხულს ყველა აქტიურობას ელოდა, მაგრამ რატომღაც "სამეფო გუნდის" ხემძღვანელობა კვლავ პასიურობს და ერთადერთი შედარებით ხმაურიანი ტრანსფერი ტიბო კურტუას მოყვანა გახლდათ გუნდში.
სატრანსფერო ბაზრის დამთავრებამდე 10 დღე კიდევაა დარჩენილი და ექსპერტები "რეალისგან" დიდ ტრანსფერებს კვლავ ელოდებიან. მითუმეტეს გასათვალისწინებელია, რომ "რეალს" ძვირადღირებულია ფეხბურთელების ყიდვა ზაფხულის მიწურულს ჩვევია, ამის ბოლო მაგალითი იგივე გარეტ ბეილია.
სახელდება სამი ფეხბურთელი, რომელიც ლოპეტეგის გუნდს იდეალურად დააკომპლექტებს და გუნდს ფაქტობრივად შეუჩერებელსაც გახდის.
3. დავიდ ალაბა

დავიდ ალაბას მადრიდის "რეალს" წინა წლებშიც უკავშირებდნენ, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით წელს ფეხბურთელის აგენტმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ მადრიდელები მის კლიენტთან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
მარსელო თავის პოზიციაზე უდავოდ საუკეთესოა, მაგრამ გასულმა სეზონმა გვანახა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ისეთი სტაბილური ვეღარაა როგორც წინა წლებში იყო, ამიტომ ავსტრიელი მისი შესანიშნავი შემცვლელი იქნება.
ამას გარდა ალაბა უნივერსალია და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც "რეალის" ახალ მწვრთნელს კიდევ უფრო ფართო არჩევანს მისცემს.
ბოლო სიახლეები