Food Tips and Chef's Answers


ზიდანი მალე ინგლისურ გრანდს ჩაიბარებს ?



მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრანგი სპეციალისტის მომსახურებით არის დაინტერესებული, ამის შესახებ The Times იუწყება.

წყაროს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ზიდანს ოლე-გუნარ სულშერის იდეალურ შემცვლელად ხედავს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი არასტაბილურ შედეგებს აჩვენებს.

„წითელი ეშმაკები“ დარწმუნებულნი არიან, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელების კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის გუნდში ყოფნა გაზრდის ზიდანს ინგლისურ გრანდთან მუშაობის სურვილს. ვთქვათ ისიც, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" სპორტისა და განვითარების ხელმძღვანელი რალფ რანგნიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელის თანამდებობის ფავორიტია.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა სულშერის გათავისუფლებას გარდაუვალ ნაბიჯად მიიჩნევს.

წყარო: მსოფლიო სპორტი





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა