არანაირი ოდრიოსოლები! - ფლორენტინო პერესი სატრანსფერო რევოლუციას გეგმავს
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს 2009 წლის სცენარის გამეორებას აპირებს!
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა მარკა გვთავაზობს, რომლის თანახმადაც პერეს გადაწყვეტილი აქვს, რომ პირდაპირ სუპერ ვარსკვლავები იყიდოს და არა "ოდრიოსოლები" ან ახალგაზრდა ბრაზილიელები.
საინტერესოა, რომ "რეალის" პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გააფორმა ხელშეკრულება პროვიდენსის საინვესტიციო ფონდთან, რომლის მიხედვითაც სესხის სახით "სამეფო გუნდი" 205 მილიონ ევროს მიიღებს. "რეალი" ფეხბურთელების გაყიდვით კიდევ მიიღებს დამატებით შემოსავალს, ასევე გუნდს საკმაოდ კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს, რადგან ბოლო სამი წელი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობს.
მთლიანობაში "რეალს" შეეძლება 400 მილიონამდეც დახარჯოს , ამ ფულით კი მთავარი სამიზნეები მბაპე და ჰალანდი არიან. "რეალში" შემდეგ სეზონში შესაძლოა სუპერ ტრიო აზარი-მბაპე-ჰალანდი ვიხილოთ.
loading...
ბოლო სიახლეები