"ის სიურპრიზს გიმზადებთ!" - სასიამოვნო ამბავი პერესის საზაფხულო ტრანსფერებზე
ესპანური მედია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციითაა სავსე, მაგრამ ყველა სპორტული გამოცემა ერთხმად ამბობს, რომ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "ლოს ბლანკოსის" სრულ გარდაქმნასა და რეორგანიზაციას გეგმავს.
ზემოაღნიშნულს ადასტურებს ესპანური რადიო სადგურის "Onda Cero"-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი ხოსე რამონ დე ლა მორენა. მისი თქმით, ცვლილებები
გარდაუვალია.
"ფლორენტინო პერესს მადრიდის "რეალში" სრული რევოლუციის მოწყობა სურს."
"ამ ზაფხულს პერესი "სამეფო კლუბში" დიდ ცვლილებებს გეგმავს."
"პერესს კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ მას გულშემატკივრების გახარება სურს და მათ სიურპრიზს უმზადებს."
"მადრიდისტებისთვის კარგი ამბები მზადდება, დიდებული სიახლეები, ის ამ ყველაფერზე უკვე მუშაობს." - აცხადებს ჟურნალისტი.
ბოლო სიახლეები