სერხიო რამოსი და ლიონელ მესი ერთ გუნდში ?

image


მადრიდის "რეალში" სერხიო რამოსის მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული, გუნდი და ფეხბურთელი ამ ეტაპზე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ.

თავის მხრივ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებას ლეო მესი აპირებს, როგორც ESPN წერს, "სიტი" ამზადებს წინადადებას "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესისთვის და "რეალის" მცველ სერხიო რამოსისთვის. ორივე ფეხბურთელს 2021 წლის ზაფხულში ეწურება ხელშეკრულება და უკვე პირველ იანვარს ინგლისურ კლუბს შეეძლება მოელაპარაკოს ამ მოთამაშეებს გადასვლაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით.

თუ "სიტიმ" შეძლო ამ ორი ფეხბურთელის დამატება, დიდი ალბათობით კონტრაქტს გუნდთან კვლავ გაახანგრძლივებს პეპ გვარდიოლა, რომელსაც ასევე ამ სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება ხელშეკრულება.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა