მადრიდის "რეალმა" "მეორე კაზემირო" იპოვა, რომელიც 60 მილიონი ევრო ღირს » "რეალის" ფან-კლუბი


მადრიდის "რეალმა" "მეორე კაზემირო" იპოვა, რომელიც 60 მილიონი ევრო ღირს

image


მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ კაზემიროს ჯერ მხოლოდ 28 წლისაა თუმცაღა, "თეთრები" სატრანსფერო ბაზარზე უკვე გავიდნენ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში, ბრაზილიელს შემცვლელი მოუძებნონ.

როგორც პრესტიჟული ესპანური გამოცემა "Marca" გვატყობინებს, "სამეფო კლუბის" მთავარ სატრანსფერო მიზანს "რენის" პერსპექტიული ახალგაზრდა ედუარდო კამავინგა წარმოადგენს, რომელიც ამჟამად 17 წლის გახლავთ, მაგრამ მისი სატრანსფერო ღირებულება უკვე 50-60 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

"რეალი" ფრანგი ვუნდერკინდის განვითარების პროცესს ყურადღებით აკვირდება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კამავაინგა არაერთი ევროპული გრანდის ინტერესთა სფეროში იმყოფება.

"თეთრებს" ერთდროულად რამდენიმე კონკურენტის ჯობნა მოუწევთ, მაგრამ მადრიდში დარწმუნებულნი არიან და მომავალ გარიგებას ოპტიმისტურად უყურებენ.

აქვე მოგახსენებთ ერთ საინტერესო ფაქტს ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ისტორიიდან: ედუარდო კამავინგა გახლავთ 2002 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომლის დებიუტიც სასტარტო შემადგენლობაში შედგა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა