7 თავდამსხმელი, რომელთა გადასვლასაც მადრიდის "რეალში" ვარაუდობენ



როგორც მოგეხსენებათ, ახლოვდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდი, რომელიც კლუბებს გარკვეული ცვლილებების განხორციელების, გადაჯგუფებისა და გაძლიერების საშუალებას აძლევს.

ამ მხრივ, არც მადრიდის „რეალი“ იქნება გამონაკლისი. „სამეფო კლუბი“ კონკრეტულ ფეხბურთელს ან ფეხბურთელებს გაიფორმებს, ყოველ შემთხვევაში, ამას გვიმტკიცებენ რიგი ესპანური, იტალიური და ბრიტანული წყაროები.

წყარო "AS", "Express" და Marca"-ზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 7 ფეხბურთელს, რომელთა სახელებსაც მადრიდის „რეალთან“ ბოლო დროს აქტიურად აკავშირებენ.

ზაფხულში, კრიშტიანუ რონალდუს მიერ „სამეფო კლუბის“ დატოვება და „იუვენტუსში“ გადასვლა „ლოს ბლანკოსზე“ ძალიან ცუდად აისახა.

„თეთრებმა“ პორტუგალიელი ვარსკვლავის შემცვლელი ვერ გამოძებნეს და სეზონში 40-50 გოლის გატანის ტვირთი ახლა უკვე კარიმ ბენზემასა და გარეტ ბეილის მხრებზე აღმოჩნდა.

ორივე ფეხბურთელმა ასპარეზობა კარგად დაიწყო, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე, ვერც ბეილი და ვერც ბენზემა მოწოდების სიმაღლეზე ვერ იმყოფებიან.

მადრიდის „რეალის“ პრობლემები მას შემდგომ გართულდა, რაც „სამეფო გუნდის“ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.

ხულენ ლოპეტეგის ხელმძღვანელობის ქვეშ, მადრიდის „რეალმა“ 465 წუთის განმავლობაში ვერ შეძლო გოლის გატანა. ამ საშინელ სტატისტიკას და „ბარსელონასთან“ განადგურებას ესპანელი სპეციალისტის პოსტიდან გათავისუფლება მოჰყვა.

ესპანური გაზეთის „SPORT”-ის ცნობით, „ლოს გალაქტიკოსი“ იანვარში ფორვარდის დამატებას აპირებს.

წყაროს ინფორმაციის, ფლორენტინო პერესს ზამთარში გამოცდილი თავდამსხმელის ყიდვა სურს, რათა ზაფხულამდე უპრობლემოდ მიაღწიოს. ზაფხულში კი „რეალის“ პრეზიდენტი უფრო მასშტაბური და ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს.

7) რადამელ ფალკაო

7 თავდამსხმელი, რომელთა გადასვლასაც მადრიდის "რეალში" ვარაუდობენ


„სამეფო გუნდისთვის“ ერთ-ერთ პოტენციურ ვარიანტად რადამელ ფალკაო სახელდება. “ლოს ბლანკოსისთვის“ ფალკაოს შემოერთება რეალისტური ვარიანტი ჩანს. 32 წლის ფეხბურთელი „მონაკოში“ ყოფნითა და უიღბლობით დაიღალა. ამ მომენტისათვის, ფრანგული „ლიგა 1“-ის სატურნირო ცხრილში „მონაკო“ მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

სიის სანახავად დააკლიკეთ ციფრებს
1 2 3 4 5 6 7



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა