ხამეს როდრიგესი მადრიდში ჩაფრინდა

image


სამშაბათს, მიუნხენის „ბაიერნის“ ვარჯიშზე, ხამეს როდრიგესმა ტრავმა მიიღო. იგი თვე-ნახევრის განმავლობაში ვეღარ იასპარეზებს. ფეხბურთელს მუხლი დაუზიანდა. საგულისხმოა, რომ ხამესის „რეალში“ დაბრუნების გავრცელებული ხმების ფონზე, მან სამედიცინო გამოკვლევებისთვის კვლავ მადრიდში ჩაფრენა არჩია.

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, მაგრამ უკვე 2 წელია, რაც მიუნხენის „ბაიერნში“ იჯარის წესებით ასპარეზობს.

გერმანულმა „ბუნდესლიგამ“ 27 წლის ფეხბურთელს ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრენის ნებართვა მისცა. როდრიგესი ფიზიოთერაპევტ ხოაკინ ხუანის ხელმძღვანელობით იმკურნალებს, რომელსაც „ბერნაბეუდან“ მშვენივრად იცნობს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ხამესი მადრიდს უბრუნდება. მას უყვარს ესპანეთის დედაქალაქი. ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს, რამდენიმე თავისუფალი დღე მან სწორედ მადრიდში გაატარა.

მიმდინარე კვირას, გერმანული გამოცემა „Kicker“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიუნხენის „ბაიერნი“ ხამეს როდრიგესში 42 მილიონ ევროს აღარ გადაიხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ზაფხულში, კოლუმბიელს მადრიდის „რეალში“ გზა ხსნილი აქვს.

შემტევ ნახევარმცველს „ლოს ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. იგი სოლარის დიდი მოწონებით სარგებლობს. „სამეფო კლუბში“ გატარებული 3 წლის შემდგომ, მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები 27 წლის ფეხბურთელს გულთბილად შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი მადრიდის „რეალის“ რიგებში 2014-2017 წლებში თამაშობდა. მან 36 გოლის გატანა შეძლო და 40 საგოლე გადაცემის შესრულებითაც გამოიჩინა თავი.


აქვე გთავაზობთ ხამეს როდრიგესის საუკეთესო მომენტებს მადრიდის "რეალში"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა