მადრიდის "რეალი" რონალდუს ამ ორი ფორვარდით ჩაანაცვლებს

image


მადრიდის „რეალი“ ედენ აზარის შემოერთებასა და ხამეს როდრიგესის დაბრუნებას გეგმავს.

„სამეფო კლუბის“ მიერ დავიწყებულ ხამეს როდრიგესს „სანტიაგო ბერნაბეუს" გაცოცხლება კვლავ შეუძლია.

ბრიტანული გამოცემა „Express” გვატყობინებს, რომ მიუნხენის „ბაიერნში“ 2-წლიანი იჯარის დასრულების შემდგომ, მადრიდის „რეალი“ კოლუმბიელს „სამეფო კლუბში“ მოუხმობს.

მიმდინარე სეზონში, მიუნხენის „ბაიერნი“ მოწოდების სიმაღლეზე ვერ იმყოფება. ნიკო კოვაჩის გუნდი „ბუნდესლიგის“ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს სჯერდება და პირველადგილოსან დორტმუნდის „ბორუსიას“ 7 ქულით ჩამორჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელები ახალი მთავარი მწვრთნელით უკმაყოფილონი არიან. გერმანულ გრანდში შექმნილი მძიმე ვითარება ხამეს როდრიგესის მადრიდის „რეალში“ დაბრუნების კატალიზატორი გახდება.

იმავე ბრიტანული წყაროს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს „ჩელსის“ ვინგერის ედენ აზარის გაფორმება კვლავ სწადია. ბელგიელმა ფეხბურთელმა გარკვევით თქვა, რომ მადრიდის „რეალი“ მის საბოლოო დანიშნულებას წარმოადგენს. მომავალში ბელგიელი ვინგერი „რეალში“ აუცილებლად უნდა ვიხილოთ.

„ჩელსის“ ლეგენდის დენის ვაისის აზრით, ედენ აზარი ადრე თუ გვიან „სამეფო კლუბში“ აღმოჩნდება. იგი მიიჩნევს, რომ აზარის "რეალში" ტრანსფერი გარდაუვალია.

„ედენ აზარი ამბიციური პიროვნებაა. თუკი მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვება სურს, მუდმივი წინსვლა და ტურნირების მოგება ევალება."

„მოგეხსენებათ, რომ „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ ორი გრანდია. ძნელად თუ მოიძებნება მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელსაც ამ ორ კლუბთაგან ერთ-ერთში მაინც არ სურდეს თამაში."

„ამ მომენტისათვის აუცილებელია, რომ აზარი „ჩელსიში“ იყოს. მას უყვარს თავისი კლუბი. დროსთან ერთად, ის თავისი კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.“

„ედენ აზარი მსოფლიო დონის მოთამაშეა და ნებისმიერ კლუბში შეუძლია გარდატეხის შეტანა."

„ვის უნდა აზარის დაკარგვა? არავის. გულწრფელად რომ გითხრათ, ის შეუცვლელია. თუმცაღა, „ჩელსისთვის“ სამწუხაროდ, როცა მისი ინგლისური კლუბიდან გადასვლა გარდაუვალია. ვინ იცის, იქნებ რამდენიმე სეზონი კიდევ დარჩეს ჩვენთან, მაგრამ ის აუცილებლად წავა." - ნათქვამია "Express"-ის მიერ გამოქვეყნებულ დენის ვაისის ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი "ჩელსიში" 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, ხამეს როდრიგესი კი "რეალმა" "ბაიერნში" 2017 წელს იჯარის წესებით გაუშვა.



ქვემოთ გთავაზობთ ხამეს როდრიგესის გამორჩეულ მომენტებს





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა