კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი "რეალში" ტრანსფერისთვის ემზადება

image


„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი იმედოვნებს, რომ მოახლოებულ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის შეცვლას მოახერხებს.

ჩილელი ფორვარდი, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ ვერ გაიბრწყინა, არც მეტი არც ნაკლები მადრიდის „რეალში“ გადასვლას ლამობს.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ფეხბურთელის სურვილითვე, 29 წლის სანჩესის პირადმა აგენტმა ფერნანდო ფელიჩევიჩმა „თეთრებს“ სანჩესი შესთავაზა.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორვარდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავს ცუდად და ეულად გრძნობს, რადგანაც ვერც მთავარ მწვრთნელთან გამონახა საერთო ენა და საუკეთესო ურთიერთობაში არც თანაგუნდელებთანაა.

ცხადია, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის მომენტიდან მოყოლებული, მადრიდის „რეალი“ ახალი ფორვარდის ძიებაშია, თუმცა საკითხავია, რამდენად უღირს ფლორენტინო პერესს სანჩესისთვის თანხის გაღება.

ამ მომენტისათვის, აღნიშნული ტრანსფერის სისრულეში მოყვანა მაინც ნაკლებ სავარაუდოა, რადგანაც ჩილელ თავდამსხმელზე მისი სტატისტიკა არცთუ კარგად მეტყველებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მიმდინარე სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 19 მატჩში, ალექსის სანჩესმა საერთო ჯამში მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS", "El Chiringuito" და ბრიტანული გამოცემა "TheSun".



აქვე გთავაზობთ ალექსის სანჩესის გამორჩეულ მომენტებს





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა