"მილანი" "რეალის" ფეხბურთელში 65 მილიონს იხდის

image


ესპანური გამოცემის „Don Balon“-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, „მილანმა“ მადრიდის „რეალს“ კარიმ ბენზემასთან დაკავშირებული შეთავაზება გაუგზავნა. 30 წლის ფრანგ ფორვარდს იტალიური გრანდი გასული ზაფხულიდან მოყოლებული აკვირდება.

ფლორენტინო პერესის მაგიდაზე 65 მილიონ ევროიანი პოტენციური შეთანხმება აღმოჩნდა. „მილანს“ ბენზემას ხილვა იტალიაში სურს და „9“-იანისთვის იმავე ოდენობის ანაზღაურების გადახდას გეგმავს, რასაც თავდამსხმელი ესპანეთის დედაქალაქში იღებს.

იტალიური წყაროს „Calciomercato“-ს ცნობით, ბენზემას მადრიდის „რეალში“ დარჩენა 2021 წლის 30 ივნისამდე სწადია, ეს კი ზუსტად ის თარიღია, რომელ თარიღამდეც ფრანგი ფორვარდის კონტრაქტია ძალაში.

მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუკი „ინტერის“ ვარსკვლავი მაურო იკარდი ხელმისაწვდომ სამიზნედ იქცა და ტრანსფერის განხორციელებას წინ სერიოზული დაბრკოლებები არ შეხვდა, მადრიდის „რეალი“ კარიმ ბენზემას მომავალი წლის ზაფხულში დათმობს და მთელ ძალისხმევას იკარდის გადმოყვანისკენ მიმართავს.


აქვე იხილეთ ბენზემას გოლი "სელტას" წინააღმდეგ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა