მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა იჯარით გაშვებულ ფეხბურთელს უკან დაიბრუნებს

image


მადრიდის „რეალმა“ „ლეგანესში“ იჯარის წესებით მოთამაშე 19 წლის უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი შესაძლოა "ლოს ბლანკოსში" დროზე ადრე დააბრუნოს.

როგორც ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემა „Diario AS” იტყობინება, „სამეფო კლუბი“ გოლკიპერში დიდ პოტენციალს ხედავს და მადრიდელების სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა იმით, რომ „ლეგანესის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პელეგრინო ლუნინს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს.

თუკი ლუნინთან დაკავშირებული სიტუაცია არ გამოსწორდა, მადრიდის „რეალი“ მეკარეს ზამთარში დაიბრუნებს და ლუნინს სხვა გუნდში გაანათხოვრებს, სადაც უკრაინელს გარანტირებული სათამაშო დრო მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ "ლეგანესთან" გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ანდრეი ლუნინი „ლეგანესში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს.

ამ მომენტისათვის, ანდრეიმ „ლეგანესის“ რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. მან ესპანეთის თასის ფარგლებში, მხოლოდ „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:2) მიიღო მონაწილეობა.



აქვე შეგიძლით იხილოთ ანდრეი ლუნინის საუკეთესო მომენტები




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა