პერესის აზრით ამ 3 ფორვარდს რონალდუს ჩანაცვლება შეუძლია

image


როგორ შეიძლება ჩაანაცვლო კრიშტიანუ რონალდუ? მადრიდის „რეალი" ჯერ-ჯერობით დუმს, იქნებ იზიარებს იმ აზრს, რომ პორტუგალიელს უბრალოდ ვერავინ შეცვლის?!

„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, „უეფას“ სუპერთასის ფინალში განცდილი მარცხის შემდგომ, ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ლოს ბლანკოსის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შესაძლოა აზრი შეიცვალოს.

გასული სეზონის მიწურულს, ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ მადრიდის „რეალი“ შემტევი ხაზის რეკონსტრუქციას გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ზედიზედ მესამედ მოიგო, „ლოს გალაქტიკოსი“ ლა ლიგის გათამაშებაში მაინც ჩამორჩა „ბარსელონას“. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი უნდა გამხდარიყო ცვლილების კატალიზატორი.

გარეტ ბეილისა და კარიმ ბენზემას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგანაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნეიმარისა და ედენ აზარის გამოჩენას ელოდნენ.

მოლოდი არ გამართლდა. სამაგიეროდ, კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსს“ მიაშურა, რითაც “BBC”-ის ტრიო წარსულს ჩაბარდა. პარალელურად, მადრიდის „რეალი“ არც ნეიმარს გამოჰკიდებია და არც აზარს - არავითარი სერიოზული ნაბიჯები არ განხორციელებულა მათი ტრანსფერის სისრულეში მოსაყვანად. გუნდი “BB”-ს - ბენზემასა და ბეილის იმედზეღა დარჩა.

მადრიდის „რეალი“ მიმდინარე სეზონის კამპანიას იმავე 10 ფეხბურთელით იწყებს, ვინც წინა სეზონში ჰყავდა, რა თქმა უნდა რონალდუს გარეშე. ფაქტობრივად იგივე შემადგენლობა ვიხილეთ "უეფას" სუპერთასის ფინალშიც. საგულისხმოა, რომ 2-4 ანგარიშით დამარცხებამ შესაძლოა მადრიდული კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს.

ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემა “SPORT” გვატყობინებს, რომ „ატლეტიკოსთან“ დამარცხებამ „ლოს ბლანკოსის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფორვარდის ყიდვაზე დააფიქრა. ესპანური გაზეთი ამბობს, რომ მადრიდის „რეალში“ გადმოსვლის უმთავრეს კანდიდატურად მაურო იკარდი, როდრიგო და ტიმო ვერნერი სახელდებიან.

გამოცემა იმასაც ამტკიცებს, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდისათვის, ნეიმარი კვლავ ყველაზე პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება. იმ შემთხვევაში, თუკი "ფიფა" ფინანსური "ფეარპლეიდან" გამომდინარე, "პ.ს.ჟ."-ს მიმართ გარკვეულ ზომებს მიიღებს, ფლორენტინო პერესი ბრაზილიელში 300 მილიონი ევროს გადახდას არ მოერიდება.

ნეიმარის გარდა, „SPORT” ამტკიცებს, რომ პერესს სხვა ფორვარდში 50 მილიონი ევროს გადახდაც სურს, მაგრამ „ვალენსია“ როდრიგოს 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არსად გაუშვებს. ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი ფეხბურთელები კი დიდი ალბათობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს უფრო ძვირი დაუჯდება.

რაც შეეხება მაურო იკარდის, იტალიაში, ისევე როგორც ინგლისში, სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, ასე რომ, „ინტერს“ საკომპენსაციო ტრანსფერის შესრულება და თავდამსხმელის ჩანაცვლება აღარ შეეძლება.

როგორც ირკვევა, ხულენ ლოპეტეგმა ფლორენტინო პერესს ცენტრალური და მარცხენა მცველების ყიდვაც სთხოვა. ამ ზაფხულს, „სამეფო გუნდმა“ მხოლოდ გოლკიპერი და მარჯვენა მცველი შემოიერთა.

შესაძლოა რონალდუ მართლაც ვერავინ ჩაანაცვლოს, მაგრამ „რეალის“ მხრიდან მცდელობას წინ რა უდგას?

წყარო: ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემები "MARCA" “SPORT” და "AS".




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 2

luka 19 აგვისტო 2018 15:06
mec mivichnev rom ronaldos shecvla sheudzlebelia.ertaderti visac es sheudzlia neymaria.am sami fexburtelidan ki dzaan kargi iqneba tu werneri mova dzaan swrafi da jkviani fexburtelia,tu arada ikardi unda vitrio.es rodrigo saertod ar momwons da imedia arc mova
raulito
raulito 19 აგვისტო 2018 16:42
ციტატა: luka
პერესის აზრით ამ 3 ფორვარდს რონალდუს ჩანაცვლება შეუძლია

გეთანხმები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა