2017 წელს "რეალი" "მონაკოს" მბაპეს სანაცვლოდ 214 მილიონ ევროს პირდებოდა

image


2017 წლის ზაფხულში კილიან მბაპე „მონაკოდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, მაგრამ მის სახელს მადრიდის „რეალთან“ აქტიურად აკავშირებდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ესპანური კლუბი თინეიჯერში დიდი თანხის გადახდას გეგმავდა.

ახლა უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ „ლოს ბლანკოსს“ „მონაკოსთან“ 214 მილიონ ევროიანი შეთანხმება ჰქონდა მიღწეული. 180 მილიონი ევრო პირდაპირ „ლიგა 1“-ის კლუბს გადაეცემოდა, ევროპის ჩემპიონები კი დამატებით გადასახადებსაც გაისტუმრებდნენ, რომელთა საერთო მოცულობა 34 მილიონი ევრო გახლდათ.

აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა ესპანურმა ყოველდღიურმა სპორტულმა გამოცემა „Marca“-მ, რომელიც გვამცნობს, რომ იდენტური ინფორმაცია „Football Leaks”-მა და სხვა წყაროებმაც დაადასტურეს, მათ შორის ფრანგულმა გამოცემამ „L-Equipe”-მ.

საბოლოო ჯამში, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სახლში, პარიზში დაბრუნება არჩია და „პ.ს.ჟ.“-ს შეუერთდა.

მართალია „მონაკოს“ დიდად არ ახარებდა ნაცნობი მეტოქის გაძლიერება, მაგრამ 180 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, პარიზულ კლუბს ტრანსფერზე თანხმობა მაინც უთხრა.

ტრანსფერი მართლაც განხორციელდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი „პ.ს.ჟ.“-ში ჯერ იჯარით ასპარეზობდა, სეზონის ბოლოს კი პარიზულმა კლუბმა მბაპე უკვე საბოლოოდ იყიდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ „პ.ს.ჟ.“-მ მბაპეს 5 მილიონი ევრო გადაუხადა, რომელიც ფრანგმა პირველი ორი სეზონის განმავლობაში მიიღო, რასაც 10 მილიონი ევროს ანაზღაურებაც დაემატა.

„ოქროს ბურთის“ მოგების შემთხვევაში, პარიზულმა კლუბმა მბაპეს ფულადი ანაზღაურების 30 მილიონ ევრომდე გაზრდაზე უარი უთხრა, თუმცა 500,000 ევროს გადახდას მაინც დაპირდა.


მბაპეს საუკეთესო მომენტები შეგიძლიათ აქვე იხილოთ




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა