სანტიაგო სოლარიმ ფლორენტინო პერესს ერთი ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
ორი წარმატებული შეხვედრის შემდეგ სანტიაგო სოლარის "რეალის" მთავარ მწვრთნელის პოსტზე დატოვების შანსი კიდევ უფრო გაიზარდა.
"რეალის" ხემძღვანელობას სეზონის შუა ნახევარში უჭირს კონტრაქტი მაღალი დონის სპეციალისტთან გააფორმოს, ამიტომ სოლარის კანდიდატური გუნდში ბევრისთვის მისაღებია, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გამოჩნდა, რომ არგენტინელს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა კარგად გამოსდის, მთავარი მაგალითი კი ვინიციუს ჟუნიორია.
სოლარის დატოვების შემთხვევაში, არგენტინელი არ აპირებს ლოპეტეგის შეცდომები გაიმეოროს და ის ფლორენტინო პერესს კონრეტული ფეხბურთელების დამატებას მოსთხოვს.
პირველ რიგში საქმე იჯარის წესით ბრაზილიაში დატოვებულ როდრიგოს ეხება, ახალგაზრდა ცენტ-ფორვარდი, რომელსაც ასევე წარმატებით თამაში მარჯვენა და მარცხენა ვინგერათ შეუძლია, წესით "სამეფო გუნდს" მომდევნო სეზონში უნდა შეურთდეს, მაგრამ სოლარი მის დამატებას უკვე ზამთრის პერიოდში ითხოვს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრაზილიური ფეხბურთის მომავლად ითვლება.
არგენტინელ მთავარ მწვრთნელს ასევე შეტევის კიდევ უფრო გაძლიერება სურს, მაგრამ ჯერ-ჯერობით როდრიგოს გარდა სხვა კონრეტული ფეხბურთელი არ სახელდება.
როდრიგოზე შთაბეჭდილებების უკეთესად შესაქმნელად აქვე იხილეთ ახალგაზრდა ტალანტზე ვიდეო
ბოლო სიახლეები