"იუვენტუსი" ლუკა მოდრიჩის გაფორმებას გეგმავს

image


მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა საფეხბურთო კარიერა შესაძლოა იტალიაში განაგრძოს, მაგრამ არა მილანის „ინტერში“.

ესპანური გაზეთის „Don Balon”-ის ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელით ტურინის „იუვენტუსია“ დაინტერესებული. იტალიურ გრანდს ნახევარდაცვის გაძლიერება და კრიშტიანუ რონალდუსთან მყარი ერთობის შეკვრა სწადია. ამავე ინფორმაციას იმეორებს ბრიტანული გამოცემა "Goal".

უკანასკნელ პერიოდში მადრიდული კლუბის მიერ დაფიქსირებულ არასასურველ შედეგებს შესაძლოა გუნდში კარდინალური ცვლილებები მოჰყვეს, რაც მოდრიჩსა და მის გადაწყვეტილებებზეც აისახება.

მასმედია ტურინულ კლუბთან აქტიურად აკავშირებს მარსელოსა და ზინედინ ზიდანის სახელებსაც. თუ ისინი მართლაც აღმოჩნდებიან „იუვენტუსში“, ასეთ შემთხვევაში, მოდრიჩი იტალიურ კლუბში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად აღარ იქნება და მისთვის ნაცნობ ალიანსს შეუერთდება.

ცნობილია, რომ ხორვატ ნახევარმცველს ინგლისური პრემიერლიგის გუნდებისა და ამერიკული „MLS”-ისგანაც აქვს შეთავაზებები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი ცხადია, რომ თავადვე მოუწევს.

მიმდინარე სეზონში, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, "უეფასა" და "ფიფას" საუკეთესო ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჯამში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 33 წლის ლუკა მოდრიჩმა მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.



ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ლუკა მოდრიჩის საუცხოო მომენტები




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა