"იუვენტუსი" "რეალთან" მზაკვრული სატრანსფერო შეთავაზებით წარსდგება

image


უკვე დიდი ხანია, რაც „იუვენტუსი“ გუნდის ძირითად მცველ ალექს სანდროსთან კონტრაქტს ვერ ახანგრძლივებს.

ტურინული კლუბი სანდროსთან მოლაპარაკებებს 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული აწარმოებს, მაგრამ როგორც ჩანს, მხარეებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

აშკარაა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტისათვის ხელი ჯერ-ჯერობით არ მოუწერია.

იტალიური გამოცემის „TuttoSport”-ის ინფორმაციით, ტურინელები უკვე დაიღალნენ და მზად არიან „რეალს“ ფუნდამენტური მნიშვნელობის გაცვლითი ტრანსფერი შესთავაზონ. იტალიელები მადრიდში სანდროს გაშვებას, ხოლო სანაცვლოდ, გათავისუფლებული პოზიციის მარსელოთი შევსებას გეგმავენ.

მარსელო რომ კრიშტიანუ რონალდუს ახლო მეგობარია, საიდუმლოს არ წარმოადგენს, ასე რომ, მისი „იუვენტუსში“ გადასვლა ერთი შეხედვით ლოგიკური გადაწყვეტილება ჩანს და ატიპურ სცენარს არ წარმოადგენს. „რეალის“ 30 წლის მარცხენა მცველის „იუვენტუსში“ გადასვლაზე საუბარი კიდევ უფრო რეალური იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ მარსელოს გულწრფელი სიყვარულის შესახებ, რომელიც მას „სამეფო კლუბის“ მიმართ ამოძრავებს.

მარსელოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არსად წასვლას არ გეგმავს და კარიერის დასრულება სწორედ „სამეფო კლუბში“ სურს, მაგრამ ჩვენ ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როდესაც ფეხბურთელები მსგავს აზრზე იყვნენ, მაგრამ ცოტა ხანში თამაში სხვა გუნდში გაუგრძელებიათ, ასე რომ, თავის მხრივ იმის თქმა, თუ რა მოხდება დაზუსტებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

შეთავაზების მიღების შემთხვევაში, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა იმაზეც ჩაფიქრდება, რომ სანდრო 27 წლისაა და მარსელოს მსგავსი სათამაშო მახასიათებლებიც აქვს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, მარსელო კი „რეალის“ წევრი 2007 წელს გახდა.


აქვე გთავაზობთ ალექს სანდროს ბოლო დროის ყველაზე გამორჩეულ მომენტებს, სადაც ვხედავთ, რომ ის უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა