პერესს ნეიმარის გრანდიოზული ტრანსფერი ახალ სიმაღლეზე აყავს - €300 მილიონი ბრაზილიელში! » "რეალის" ფან-კლუბი


პერესს ნეიმარის გრანდიოზული ტრანსფერი ახალ სიმაღლეზე აყავს - €300 მილიონი ბრაზილიელში!

image


ნეიმარი ისევ რჩება მადრიდის „რეალის“ რადარზე და სანამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურება, „სამეფო გუნდმა“ „პ.ს.ჟ.“-ს სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ შესაძლოა განსაცვიფრებელი ფსონი განათავსოს.

ნეიმარი სულ ერთი წლის წინ შეუერთდა „პ.ს.ჟ.“-ს და "პარკ დე პრენსზეც" თავი არაერთგზის გამოიჩინა. მიუხედავად ამისა, 26 წლის ფეხბურთელის „ლოს გალაქტიკოსში“ გრანდიოზული ტრანსფერი შესაძლოა მაინც განხორციელდეს.

ახლახანს, ლა ლიგის გრანდმა კრიშტიანუ რონალდუ დაკარგა - პორტუგალიელმა „იუვენტუსს“ მიაშურა. მადრიდის „რეალს“ უკვე დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად აკავშირებენ ედენ აზარის, რობერტ ლევანდოვსკის და კილიან მბაპეს სახელებთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით „ლოს ბლანკოსს“ თავისი სვლა არ განუხორციელებია.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის დიდ ოცნებას, თავის გუნდში ნეიმარის გადმოყვანა წარმოადგენს, რომელიც, როგორც ახლახანს ვრცელდება ინფორმაცია, მზადაა ფეხბურთელში 268 ფუნტი სტერლინგის გადასახდელად. მთავარ და უპირველეს სამიზნეში გადასახდელად განზრახული თანხა 300 მილიონ ევროს უტოლდება.

როგორც ესპანური გაზეთი „Diario Sport” იუწყება, „უეფამ“ „პ.ს.ჟ.“-ს ფინანსების დეტალურ აღწერასა და გამოძიებას მიჰყო ხელი. სწორედ აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მასშტაბური ტრანსფერის განხორციელების მთავარ გასაღებს.

როგორც წყაროსგან ირკვევა, ხელმძღვანელი ორგანო „პ.ს.ჟ.“-ს სპონსორებთან თანამშრომლობით დაინტერესდა.

„უეფასთვის“ განსაკუთრებით საგანგაშო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ „პ.ს.ჟ.“-ს სპონსორული კონტრაქტებიდან მიღებული შემოსავალი 2-3-ჯერ აღემატება იმ მოცულობას, რასაც სხვა გუნდები იღებენ.

ამას გარდა, „უეფა“ კლუბის კატარელი მფლობელების მიერ შესრულებული გადახდებითა და გადარიცხვებითაც დაინტერესდა, რათა ამ საქმეში მათი ჩართულობა გამოააშკარავოს ან საპირისპირო დაამტკიცოს.

„უეფას“ სააპელაციო კომიტეტი საქმეზე მუშაობას მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს.

იმ შემთხვევაში, თუკი „პ.ს.ჟ.“ წესების დარღვევასა და დანაშაულში მხილებული აღმოჩნდება, ფრანგულ გრანდს კარდინალური ცვლილებების განხორციელება მოუწევს. მართალია, ახლა კლუბის ბანაკში სიმშვიდეა, მაგრამ ხელმძღვანელობას ძალიან კარგად ესმის სიტუაციის გამწვავების საშიშროება, რომელიც დრამატულ მოვლენებში შეიძლება გადაიზარდოს.

მადრიდის „რეალი“ მოვლენების განვითარებას მოთმინებით აკვირდება და პარიზში სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში თავის სვლასაც უმალ შეასრულებს.

მადრიდის „რეალი“ ფინანსური წნეხის ქვეშ არ იმყოფება, რადგანაც წლების განმავლობაში, კლუბის ფინანსური საქმეები აქტიურად იქნა გამოძიებული სერიოზული დანაშაულის აღმოჩენის გარეშე.

„პ.ს.ჟ.“-ს ნეიმარის კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ პარიზელებს ისიც მშვენივრად ესმით, რომ ნეიმარის გუნდში დიდი ხნით დატოვებისათვის თავდაუზოგავი ბრძოლა მოუწევთ.

ამ ეტაპზე კი, ცხადია, რომ მადრიდის „რეალი“ უკიდურესად ფრთხილობს. მიუხედავად დიდი პატივისცემისა და მოწონებისა, ესპანურ გრანდს ნეიმარისთვის ოფიციალური წინადადება ჯერ-ჯერობით არ შეუთავაზებია.

წყარო: "9sportpro" და "Diario Sport".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა