ზამთარში "რეალი" იბრაჰიმოვიჩის გაფორმებას შეეცდება

image


მადრიდის „რეალი“, რომელიც უკანასკნელ პერიოდში სასურველ შედეგებს ვერ აფიქსირებს, არა მხოლოდ ახალი სპეციალისტის დანიშვნაზე, არამედ თავდასხმის გაძლიერებაზეც ფიქრობს.

„თეთრებმა“ 8 საათისა და 1 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს გოლის გატანა. კრიშტიანუ რონალდუს მადრიდული კლუბის დატოვების შემდგომ, „ლოს ბლანკოსმა“ მარიანო დიასი დაიბრუნა, მაგრამ როგორც ჩანს, დომინიკელმა ფეხბურთელმა შეტევაში არსებულ პრობლემას ვერ უშველა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გასაფორმებელ შეტევის გამაძლიერებელ ფორვარდებს „რეალი“ უკვე ეძებს და ერთ-ერთ ასეთ ალტერნატივად „ლოს-ანჯელეს გელექსის“ შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ესახება.

აღნიშნული ინფორმაცია პროგრამა „თამაშის დრო“-ის ჟურნალისტმა მანოლო ლამამ რადიო „Cadena Cope”-ის ეთერში გააჟღერა.

„იანვარში მადრიდის „რეალი“ „9“-იანის გაფორმებას შეეცდება. ეს ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება.“ - განაცხადა ესპანელმა ჟურნალისტმა.

რაც შეეხება კატალონიურ სპორტულ გამოცემა „Sport.Es”-ს, გაზეთი ზლატანის „რეალში“ გადასვლას კრიტიკულად უყურებს და საკუთარი პოზიციის დასტურად იბრაჰიმოვიჩის ცოტა ხნის წინანდელი ინტერვიუ მოჰყავს.

„ვფიქრობ, რომ იმ სიტუაციაში, რომელშიც მე ახლა ვიმყოფები, ყველაზე მეტად მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი მესაჭიროება. მძიმე ტრავმებს ვიღებ ხოლმე, სოლიდურ ასაკშიც ვარ და სისტემატურად ბევრს ვვარჯიშობ. სწორედ ამიტომ, გულწრფელად რომ გითხრათ, ევროპაში დაბრუნებაზე არ მიფიქრია.“ - აღნიშნა 37 წლის შვედმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ლოს-ანჯელეს გელექსის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა. შვედმა თავდამსხმელმა 21 გოლის გატანა შეძლო და 9 შედეგიანი გადაცემის შესრულებითაც გამოიჩინა თავი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა